ბეჭდვა

მედიკოსთა 34-ე სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა-კონფერენციის პროგრამა -  იხილეთ PDF ვერსია (დააჭირეთ ტექსტს)

პატივცემულო კოლეგებო,

2013 წლის 21-29 ივლისს დაბა ჩაქვში, განახლებულ სასტუმრო „ოაზისში“ ატარებს მედიკოსთა  ტრადიციულ  XXXIV  საერთაშორისო სკოლა-კონფერენციას  ჩაქვ-2013,  რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, უმაღლესი  სამედიცინო  სასწავლებლები,  ორგანიზაციები და დაწესებულებები.

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი  ალექსანდრე პაპიტაშვილი

საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გენერალური დირექტორი:

მედ.  მეცნ.  დოქტორი   გიორგი თვალთვაძე

საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის  მედიცინის  დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი

სკოლა - კონფერენციაზე ჩატარდება ლექცია - სემინარები პრაქტიკოსი ექიმებისა და  სტუდენტებისთვის, დარგობრივი  სამეცნიერო - პრაქტიკული  კონფერენციებიასევე  დაგეგმილია  ტრადიციული  ერთობლივი საერთაშორისო სამედიცინო ფორუმების ორგანიზება,  მათ შორის:

34–ე სკოლა–კონფერენციის ფარგლებში, 27–28 ივლისს ჩატარდება ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში იან დონალდის სახელობის საუნივერსიტეტთაშორისო მე–2 საერთაშორისო სკოლა, სადაც ლექციებს წაიკითხავენ და მასტერკლასებს ჩაატარებენ: იან დონალდის სკოლის პრეზიდენტი, პროფესორი ასიმ კურიაკი და მსოფლიოში ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები.  იხილეთ პროგრამა----------------->>>

სკოლა–კონფერენციაზე შესაძლებელია  ცალკეული  შეკვეთილი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება თემებზე:

გარდა ამისაჩატარდება მრგვალი მაგიდა თემაზე”ამერიკის შეერთებული შტატებიევროპა, რუსეთი  და  საქართველო - ურთიერთობებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები”.

ივ.ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტთან ერთად, დაგეგმილია მესამე სამეცნიერო  კონფერენციის მოწყობა თემაზე:  “ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია და დღევანდელობა”

ყველა რეგისტრირებული მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობენ ორგანიზაციებირომლებიც წარმოადგენენ ახალ სამედიცინო ტექნიკას, მედიკამენტებსა  და  სამედიცინო  ლიტერატურასწარმოდგენილი   მოხსენებები,  ძირითადად,   დაფუძნებული იქნება  “მტკიცებითი მედიცინის”  პრინციპებზე.

სკოლა–კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

სკოლა-კონფერენციის  სხდომები  ჩატარდება  ჩაქვის  სასტუმრო „ოაზისში“მონაწილეები განთავსდებიან სასტუმროში მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.  

მონაწილეობის  ღირებულება:  

2013 წლის 21 – 29 ივლისს სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობის სრული პაკეტის  ღირებულება  (9 დღე, 8 ღამე)  ყველა  მონაწილისა  და თანხმლები პირისთვის  შეადგენს  750 ლარს,  ხოლო  სტუდენტებისთვის  (ფასდაკლებით720 ლარს.

პაკეტში  შედის: სასტუმროში  ცხოვრება,  სამჯერადი  კვება  (შვედური  მაგიდა), საგანმანათლებლო და კულტურულ–გასართობი ღონისძიებები, ბეჭდური მასალა, სერტიფიკატი, სესიებზე დასწრება, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის გამოყენება, საკუთარი ინდივიდუალური ვებ–გვერდის შექმნა, სასტუმროს ყველა უფასო სერვისით სარგებლობა (დახურული და ღია აუზი, საუნა, ტრენაჟორები, ქოლგები, შეზლონგები, პლიაჟის პირსახოცები, სპორტული მოედნები, საბავშვო მოედნები, ავტოსადგომი და მრავალი სხვა).  გთხოვთ გაითვალისწინოთ 6   წლის  ჩათვლით (დაბადების მოწმობის მიხედვით – 2006  წლის  30 ივლისს დაშემდეგ დაბადებული)  ბავშვების განთავსება უფასოა,

სკოლა-კონფერენციის  დასრულების შემდეგ,  ხანმოკლე  პერიოდით (2–3 დღით),   29 ივლისის 12:00 საათიდან  1 აგვისტოს 12:00 საათამდე, შესაძლებელია საგზურის გაგრძელება  შეღავათიან ფასებში – 90 ლარი დღეში,  რის შესახებაც  უნდა  ეცნობოს  საორგანიზაციო  კომიტეტს  არაუგვიანეს  2013  წლის 8 ივლისისა.

მოხსენებები (პრეზენტაციები, ლექციები):

მოხსენებათა  სათაურები წარმოდგენილი უნდა იყოს,  ელექტრონული  ფორმით  ელ.ფოსტის საშუალებით, მისამართზე:   ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს  არაუგვიანეს  2013 წლის 28 ივნისისამოხსენებათა  სარეგისტრაციო  ფორმა შეგიძლიათ იხილოთ   აქ ==>>> სარეგისტრაციო ფორმა

მგზავრობა – ინდივიდუალურად.

მსურველთათვის შესაძლებელია ორგანიზებული იქნას მატარებლის ბილეთების შეძენა თბილისიდან ჩაქვამდე  და უკან. ღირებულება: ერთი  მგზავრი,  ერთი  მიმართულებით – 25 ლარი. რომელიც  გადახდილი უნდა  იყოს არაუგვიანეს 2013 წლის 20 ივნისისა.

გადახდა:

საგზურის სრული პაკეტის ღირებულებისა და მგზავრობის თანხის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი  ბანკის ნებისმიერ ფილიალში  შემდეგ რეკვიზიტებზე:

ბანკი      –   საქართველოს  ბანკიBAGAGE22,  სალარე  ანგარიშის  N GE26BG0000000344342000

მიმღები –   / საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია,     / – 202215673

 

მონაწილეების  წინასწარი რეგისტრაცია:

მონაწილის ან/და თანმხლები პირის მიერ გადახდილი თანხის საბანკო დოკუმენტის, პირადობისა და დაბადების მოწმობის (ბავშვების შემთხვევაში) ასლები, წარმოდგენილი უნდა იქნას წინასწარი რეგისტრაციის დროს საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოში (ხელმძღვანელი – თეა ჯოხაძე), შემდეგ მისამართზე – თბილისი, რუსთაველის გამზ.48, MTVi Agency:ყოველ სამშაბათსა და პარასკევს,   15 სთ-დან 18 სთ-მდე.

ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:  ტელეფონით (593 205 731;  555 404 731;  299 5665)  ყოველდღე 15:00–დან 24:00–მდე  ან  ელფოსტით:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

წინასწარი რეგისტრაცია იწარმოებს – 2013 წლის 16 აპრილიდან საორგანიზაციო  კომიტეტის  სამდივნოში.

წინასწარი რეგისტრაციის გავლა აუცილებელია 2013 წლის  17 მაისამდე:

სასტუმრო „ოაზისის“ დირექციის მოთხოვნით 2013 წლის 17 მაისამდე ყველა მონაწილემ ან/და თანმხლებმა პირმა,   უნდა  გადაიხადოს სასტუმროს ჯავშნის ღირებულება – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. ჯავშნის თანხა ჩაითვლება სრული პაკეტის ღირებულებაში. 

სრული პაკეტის ღირებულების დაფარვა აუცილებელია 2013 წლის 5 ივლისამდე.

სასტუმროს დირექციასთან შეთანხმებით, 2013 წლის 8 ივლისის 16 საათამდე წერილობით მომართვის შემთხვევაში, ნებისმიერ მონაწილეს სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა. 12 ივლისის 16საათამდე მომართვის შემთხვევაში დაუკავდება ჯავშნის ღირებულების 10 პროცენტი, 16 ივლისის  16 საათამდე 30 პროცენტი, 19 ივლისის 24 საათამდე  50 პროცენტი.  20 ივლისიდან ჯავშნის ღირებულება არ უბრუნდება.

მონაწილის ან/და თანმხლები პირის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი  საბანკო  დოკუმენტის და ბავშვის  დაბადების მოწმობის  ასლები (ბავშვის წამოყვანის შემთხვევაში), წარმოდგენილი  უნდა  იქნას წინასწარი  რეგისტრაციის  დროს

როგორც წესი, სასტუმროს მიერ გამოყოფილი ნომრები, წინასწარი რეგისტრაციის გამოცხადებიდან 7–10 დღეში თითქმის სრულად იჯავშნება, რის გამო გთხოვთ 16 აპრილიდანვე დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი ნომრები, სასურველ კორპუსში და სასურველ მხარეს. 

ესტუმრეთ ჩვენ საიტებს:  www.medcongress.gewww.caucasus.ge და ფეისბუკის გვერდებს: Chaqvi-2013 და medcongress. აქ განთავსდება ყველა უახლესი ინფორმაცია, ცვლილებები და დამატებები.

გთხოვთ დაიცვათ დაწესებული ვადები. მათი დარღვევის შემთხვევაში საორგანიზაციო კომიტეტი ვერ მოახერხებს თავისი  ვალდებულებების შესრულებას!

სკოლა-კონფერენციის დროს ყოველდღიურად ჩატარდება გასართობი ღონისძიებები. მათ შორის:

–           მუსიკალური საღამოები და დისკოთეკები, გამოფენები;

–          შემოქმედებითი საღამოები;  

–         ახალი მხატვრული ფილმებისა და მსოფლიო კინემატოგრაფიის საუკეთესო კინოსურათების ჩვენება;

სკოლა-კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართულიინგლისურირუსული.

სკოლა-კონფერენციასთან  თანამშრომლობის  მსურველი  ფირმებისა  და  კომპანიებისთვის დამატებითი ინფორმაცია  განთავსებულია აქ ==>>>ინფორმაცია ფირმებისთვის და კომპანიებისთვის

ბეჭდვითი ვერსია

საორგანიზაციო კომიტეტი

www.medcongress.ge