ბეჭდვა

მედიკოსთა XXIX საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია

კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინა

ბაკურიანი - 2011

(პრაქტიკოს ექიმთა დასახმარებლად)

თბილისი - ბაკურიანი

26 თებერვალი - 5 მარტი

2011 წ.

• საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია;

• საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

• საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

• ივ. ჯავახიშვილისსახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

• საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირი;

• საქართველოს ასთმოლოგთა, ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაცია;

• საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია;

• სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი;

• საქართველოს დერმატოლოგთა ასოციაცია;

• სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი;

• ასოციაცია “სეფსისი”;

• ნაყოფის მედიცინის საქართველოს ფონდი.

2011 წ. 26 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში ატარებენ მედიკოსთა XXIX  საერთაშორისო სკოლა-კონფერენციას “ბაკურიანი- 2011”,  რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები, ორგანიზაციები და დაწესებულებები.

სკოლა-კონფერენციის პრეზიდენტი:

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ალექსანდრე (დავით) თელია.

სკოლა-კონფერენციაზე ჩატარდება: ლექცია-სემინარები პრაქტიკოსი ექიმებისა და სტუდენტებისთვის, დარგობრივი სამეცნიერო კონფერენციები, მათ შორის: ერთობლივი სიმპოზიუმები უკრაინის, ბელორუსის, სომხეთის და სხვა ქვეყნების წამყვანი მედიკოსების მონაწილეობით.

ყველა რეგისტრირებულ მონაწილეზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობენ ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ სამედიცინო ტექნიკას, მედიკამენტებსა და სამედიცინო ლიტერატურას.

წარმოდგენილი მოხსენებები ძირითადად დაფუძნებული იქნება “მტკიცებითი მედიცინის” პრინციპებზე.

სკოლა-კონფერენციაში მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობის შემთხვევაში, მოხსენებათა სათაურები მომხსენებლის და თანამომხსენებლების სარეგისტრაციო თანხის ქვითრებთან ერთად ჩაბარებული უნდა იქნას საორგანიზაციოკომიტეტში არაუგვიანეს 2011 წლის 10 თებერვლისა.

მოხსენებათა სათაურები, ქვემოთ მოცემული ელექტრონული ფორმის საშუალებით შეგიძლიათ გამოგზავნოთ ფაქსით ან ელ.ფოსტაზე, მისამართზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

მოხსენებათა სარეგისტრაციო ფორმა

სკოლა-კონფერენციის სესიების ჩატარება გათვალისწინებულია ბაკურიანის სასტუმრო “თბილისში”. საორგანიზაციო კომიტეტი კონფერენციის მონაწილეებს აღნიშნულ სასტუმროში და ახლომდებარე სხვა კომფორტაბელურ სასტუმროებში სთავაზობს განთავსებას სპეციალური ფასდაკლებით.  სასტუმროებში “თბილისი”  და “პრემიერ პალასი” ერთი ადგილის ღირებულება 3-ჯერადი კვებით (შვედური მაგიდა)  შეადგენს 65 ლარს (8 დღის ღირებულება 520 ლარი). 6 წლამდე ასაკის ბავშვების განთავსება უფასოა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

 

თითოეულ საგზურზე საწევრო-სარეგისტრაციო თანხა შეადგენს– 60 ლარს, ორგანიზაციის მიერ გადარიცხვის შემთხვევაში– 70 ლარს.

საწევრო-სარეგისტრაციო თანხის, საგზურის ღირებულების და მგზავრობის თანხის გადახდა უნდა მოხდეს 19  თებერვლამდე (გადარიცხვის შემთხვევაში 17 თებერვლამდე) საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შემდეგ რეკვიზიტებზე:  რ/კ “საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია”, ასოციაციის კოდი– 202215673,  ბანკის კოდი- 220101502, სალარეანგარიშის # 3608080716.

გადახდილი თანხის ქვითრის დედანი წარდგენილი უნდა იქნას წინასწარი რეგისტრაციის დროს 2011  წლის 19 თებერვლამდე საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N26, ოთახი N29, (1500-დან 1800-მდე, შაბათ-კვირის გარდა). რეგისტრაციის შესახებ ცნობებისთვის მიმართეთ: 899 93 77 00 – ნინო ფულარია.

მსურველთათვის მგზავრობა ორგანიზებული იქნება სპეციალური კომფორტაბელური ავტობუსით. ერთი გზა- 20 ლარი.

მონაწილის მიზეზით საგზურის19 თებერვლამდე გაუქმების შემთხვევაში მას უკავდება მხოლოდ სასტუმროს დაჯავშნის თანხა(საგზურის ღირებულების 20%).

პუბლიკაციის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სტანდარტულ ფორმატში საჟურნალო სტატია ან თეზისები არაუგვიანეს 2011 წლის1 მარტისა, ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე(ინგლისური რეზიუმეთი).

სკოლა-კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.

სკოლა-კონფერენციისდროსჩატარდებაგასართობ-კულტურულიღონისძიებები.

სკოლა-კონფერენციასთან თანამშრომლობის მსურველი ფირმებისთვის დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ფირმებისთვის განკუთვნილ წერილში.

საინფორმაციო წერილი ფირმებისთვის 

დამატებითი ცნობებისთვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს:

1. ალექსანდრე პაპიტაშვილი - საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე- 899 55 43 51

2. პროფ. გურამ დავითაია - სკოლა-კონფერენციის გენერალურიდი რექტორი- 899 92 37 22

3. პროფ. ბორის კორსანტია - დირექტორი სამეცნიერო საკითხებში - 899 57 45 22

4. სულიკო კუპრაძე - სპორტული ღონისძიებების ორგანიზაცია- 879 42 11 14

5. ნანა გვეტაძე - მთავარი ადმინისტრატორი - 877 44 55 78;

6. ნანა თვალავაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობა და საპროგრამო საკითხები - 899 22 22 03

7. კობა ხარხელი - ფინანსური საკითხების კოორდინატორი - 877 45 33 99

8. ქეთი ბახტაძე - კულტურული პროგრამების ხელმძღვანელი - 899 51 78 77

9. ლევან კოკაია - ტრანსპორტი და მგზავრობის ორგანიზაცია - 899 20 55 55

10. გია თვალთვაძე - სკოლა-კონფერენციის საერთაშორისო პროგრამის კოორდინატორი - 899 90 41 99

11. სოსო დონღუზაშვილი - საინფორმაციო-ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი - 855 20 60 60

12. ნინო ფულარია - სამდივნოს ხელმძღვანელი - 899 93 77 00

საინფორმაციო ბუკლეტი 

სკოლა–კონფერენციის პროგრამა