ბეჭდვა

 ბაკურიანი - 2009

მედიკოსთა XXV საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია

კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინა

(პრაქტიკოს ექიმთა დასახმარებლად)

23 თებერვალი - 2 მარტი

2009

თბილისი - ბაკურიანი

ღრმად პატივცემულო კოლეგავ

• საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია

• საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

• საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

• საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ასოციაციის კავშირი

• საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია

• სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი

• ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი

• საქართველოს დერმატოლოგთა ასოციაცია

• სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი

• ასოციაცია “სეფსისი”

2009 წ. 23 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ბაკურიანში ატარებს მედიკოსთა XXV საერთაშორისო სკოლა-კონფერენციას “ბაკურიანი 2009”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები, ორგანიზაციები და დაწესებულებები.

სკოლა-კონფერენციის პრეზიდენტი: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ალექსანდრე თელია.

სკოლა-კონფერენციაზე ჩატარდება: ლექცია-სემინარები პრაქტიკოსი ექიმებისა და სტუდენტებისთვის, დარგობრივი სამეცნიერო კონფერენციები.

ყველა რეგისტრირებულ მონაწილეზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობენ ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ სამედიცინო ტექნიკას, მედიკამენტებსა და სამედიცინო ლიტერატურას.

წარმოდგენილი მოხსენებები ძირითადად დაფუძნებული იქნება “მტკიცებითი მედიცინის” პრინციპებზე.

სკოლა-კონფერენციის დროული აკრედიტაციისათვის მომხსენებლებმა მოხსენებათა სათაურები აუცილებლად უნდა წარმოადგინონ საორგანიზაციო კომიტეტში არაუგვიანეს 2009 წლის 10 თებერვლისა.

მოხსენებათა სათაურები, ქვემოთ მოცემული ელექტრონული ფორმის საშუალებით შეგიძლიათ გამოგზავნოთ ფაქსით ან ელ.ფოსტაზე, მისამართზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

მოხსენებათა სარეგისტრაციო ფორმა

სკოლა-კონფერენციის სესიების ჩატარება გათვალისწინებულია ბაკურიანის სასტუმრო “თბილისში”. მონაწილეთა განთავსება განხორციელდება ამ და ახლომდებარე კომფორტაბელურ სასტუმროებში სპეციალური ფასდაკლებით. სასტუმრო “პრემიერ პალასში” ერთი ადგილის ღირებულება 3-ჯერადი კვებით (შვედური მაგიდა) შეადგენს 60 ლარს (8 დღის ღირებულება 480 ლარი) - ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

კონფერენციის ყოველ მონაწილეზე ინდივიდუალურად გადახდის შემთხვევაში საწევრო-სარეგისტრაციო თანხა შეადგენს - 40 ლარს, ორგანიზაციის მიერ გადარიცხვის შემთხვევაში - 60 ლარს.

საწევრო-სარეგისტრაციო შესატანის, საგზურის ღირებულების და მგზავრობის თანხის გადახდა - საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შემდეგ რეკვიზიტებზე: რ/კ “საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია”, კოდი - 202215673, სალარე ანგარიშის # 3608080716. გადახდილი თანხის ქვითრის დედანი აუცილებლად უნდა იქნას წარმოდგენილი წინასწარი რეგისტრაციის დროს.

წინასწარი რეგისტრაცია იწარმოებს 2009 წლის 20 თებერვლამდე საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა ფშაველას #26, ოთახი #29, (1300-დან 1700-მდე, შაბათ-კვირის გარდა). რეგისტრაციის შესახებ ცნობებისთვის მიმართეთ: 899 93 77 00 ნინო ფულარია.

მსურველთათვის მგზავრობა ორგანიზებული იქნება სპეციალური კომფორტაბელური ავტობუსით. ერთი გზა 20 ლარი.

საგზურის თანხა, საწევრო-სარეგისტრაციო შესატანი და ტრანსპორტის თანხა გადახდილი უნდა იყოს 18 თებერვლამდე (გადარიცხვის შემთხვევაში 15 თებერვლამდე).

საგზურის და მგზავრობის თანხის დაბრუნება იწარმოებს 15 თებერვლამდე.

პუბლიკაციის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სტანდარტულ ფორმატში საჟურნალო სტატია ან თეზისები არაუგვიანეს 2009 წლის 1 მარტისა, ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე (ინგლისური რეზიუმეთი), რომლებიც გამოქვეყნებული იქნება ჟურნალში “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. ერთი გვერდის ღირებულება - 20 ლარი (ტელ.: 899 57 45 22 - პროფ. ბორის კორსანტია).

სკოლა-კონფერენციის დროს ჩატარდება გასართობ-კულტურული ღონისძიებები.

სკოლა-კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.

სკოლა-კონფერენციასთან თანამშრომლობის მსურველი ფირმებისთვის დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ.

საინფორმაციო წერილი ფირმებისთვის

დამატებითი ცნობებისთვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს:

1. ალექსანდრე პაპიტაშვილი - საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე - 899 55 43 51

2. პროფ. გურამ დავითაია - სკოლა-კონფერენციის გენერალური დირექტორი - 899 92 37 22

3. პროფ. ბორის კორსანტია - დირექტორი სამეცნიერო საკითხებსა და პუბლიკაციებში - 899 57 45 22

4. სულიკო კუპრაძე - ტრანსპორტი და მგზავრობის ორგანიზაცია - 877 42 11 14

5. ნანა გვეტაძე - მთავარი ადმინისტრატორი - 877 44 55 78; 855 22 11 88

6. ნანა თვალავაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობა და საპროგრამო საკითხები - 899 22 22 03

7. ნუცა ჯინჭარაძე - სხდომების ორგანიზაცია - 899 95 44 22

8. სოსო დონღუზაშვილი - საინფორმაციო-ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი - 893 60 67 60

9. ნინო ფულარია - სამდივნოს ხელმძღვანელი - 899 93 77 00

საორგანიზაციო კომიტეტი