ჩაქვი - 2010
მედიკოსთა XXVIII საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია
თანამედროვე კლინიკური მედიცინა - მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები
(პრაქტიკოს ექიმთა დასახმარებლად)
თბილისი - ჩაქვი
14 - 21 ივლისი
- საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია
- საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ასოციაციის კავშირი
- საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია
- სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
- ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი
- საქართველოს დერმატოლოგთა ასოციაცია
- სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი
- ნაყოფის მედიცინის საქართველოს ფონდი
2010 წ. 14-21 ივლისს დაბა ჩაქვში სასტუმრო “ოაზისში” ატარებენ მედიკოსთა XXVIII საერთაშორისო სკოლა-კონფერენციას “ჩაქვი - 2010” , რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები, ორგანიზაციები და დაწესებულებები.
სკოლა-კონფერენციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფ. ალექსანდრე (დავით) თელია
სკოლა-კონფერენციაზე ჩატარდება: ლექცია-სემინარები პრაქტიკოსი ექიმებისა და სტუდენტებისთვის, დარგობრივი სამეცნიერო კონფერენციები.
წარმოდგენილი მოხსენებები ძირითადად დაფუძნებული იქნება “მტკიცებითი მედიცინის” პრინციპებზე.
სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ სამედიცინო ტექნიკას, მედიკამენტებსა და სამედიცინო ლიტერატურას.
ყველა რეგისტრირებულ მონაწილეზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
მოხსენებათა სათაურები საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2010 წლის 1 ივლისისა.
მოხსენებათა სათაურები, ქვემოთ მოცემული ელექტრონული ფორმის საშუალებით შეგიძლიათ გამოგზავნოთ ფაქსით ან ელ.ფოსტაზე, მისამართზე i This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
მოხსენებათა სარეგისტრაციო ფორმა
სკოლა-კონფერენცია ჩატარდება მაღალი კლასის სასტუმროში “ოაზისი” (http://hoteloasis.ge/)
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სასტუმროს ნომერი: აბაზანა ● ფენი ● ხალათი ● ლოსიონი ● კონდიციონერი ● ტელევიზორი (საკაბელო) ● ინტერნეტი ● აივანი ● მინიბარი (ფასიანი) ● ნომრის დალაგება ყოველდღე ● თეთრეულის გამოცვლა 3 დღეში ერთხელ ● ნომერში მომსახურება - 24 სთ.
სასტუმროს უფასო სერვისი: ინტერნეტი Wi-F ● დახურული აუზი ● ღია აუზი ● ფიტნესი ● გასაბერი ბატუტი (25მ2) ● საბავშვო მოედანი ● შეზლონგები/ქოლგები ● პლაჟის პირსახოცები ● აისბერგი ზღვაში ● ბატუტი ზღვაში ● GPშ თამაშები ● პლაჟის ფრენბურთი ● ფეხბურთის სტადიონი ● კალათბურთის სტადიონი ● ტენისის კორტები ● წყალბურთი ● კარაოკე ● სპორტული ანიმაცია ● საბავშვო ანიმაცია ● საღამოს ანიმაცია ● მაგიდის თამაშები ● ქვიშის მოედანი ● პარკინგი ● დარტსი ● საუნა ● ჯაკუზი ● დისკოთეკა პლაჟზე ● დისკოთეკა აუზზე
სასტუმროს ფასიანი სერვისი: ლობი ბარი 24 სთ ● რესტორანი ● ბუნგალო ● ღვინის რესტორანი-ტერასა ● კაფე პლაჟზე ● ბარი აუზთან ● საბილიარდე ● ჩილიმი ● პეინტბოლი ● ძიძა ● სილამაზის სალონი ● აფთიაქი ● სამრეცხაო ● ტაილანდური მასაჟი ● ტატუირება ● სოლარიუმი ● ცურვის გაკვეთილები ● ავტომობილის გაქირავება ● ექსკურსიები ● ტრანსფერი ● VIP შეზლონგები ● თევზაობა ● სკუტერი ● პარაშუტი ● წყლის ბანანი ● Fling fish ● კატერით გასეირნება ● ზორბი
სასტუმროს გააჩნია საკუთარი 300 მეტრიანი პლაჟი.
საორგანიზაციო კომიტეტი მონაწილეებს სპეციალური ფასდაკლებით სთავაზობს სასტუმრო “ოაზისში” განთავსებას, სადაც 8 დღიანი საგზურის ღირებულება სამჯერადი კვებით (შვედური მაგიდა) შეადგენს 520 ლარს, 6 წლამდე ბავშვების განთავსება უფასოა, ხოლო 12 წლამდე ბავშვებისთვის - ღირებულების 50%.
თითოეულ საგზურზე საწევრო-სარეგისტრაციო თანხა შეადგენს 50 ლარს, ხოლო ორგანიზაციების მიერ გადარიცხვის შემთხვევაში - 60 ლარს.
საწევრო-სარეგისტრაციო თანხის, საგზურის ღირებულების და მგზავრობის თანხის გადახდა უნდა მოხდეს 5 ივლისამდე (გადარიცხვის შემთხვევაში 4 ივლისამდე) საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შემდეგ რეკვიზიტებზე:
რ/კ “საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია”,
ასოციაციის კოდი - 202215673,
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი - 220101502,
სალარე ანგარიშის # 3608080716.
გადახდილი თანხის ქვითარი ქსეროასლთან ერთად წარდგენილი უნდა იქნას წინასწარი რეგისტრაციის დროს 2010 წლის 5 ივლისამდე საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #26, ოთახი #29 (13:00-დან 17:00-მდე, შაბათ-კვირის გარდა). რეგისტრაციის შესახებ ცნობებისთვის მიმართეთ ნინო ფულარიას, ტელ.: 899 93 77 00.
მსურველთათვის მგზავრობა ორგანიზებული იქნება მატარებლით. გასვლა ც/რკინიგზის სადგურიდან 13 ივლისს 22:50.
რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილის მიზეზით საგზურის 5 ივლისამდე გაუქმების შემთხვევაში მას სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა, ხოლო 5 ივლისის შემდეგ დაუკავდება საგზურის ერთი დღის ღირებულება.
სკოლა-კონფერენციასთან თანამშრომლობის მსურველი ფირმებისთვის დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ფირმებისთვის განკუთვნილ წერილში.
საინფორმაციო წერილი ფირმებისთვის
დამატებითი ცნობებისთვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს:
1.ალექსანდრე პაპიტაშვილი - საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე - 899 55 43 51
2.პროფ. გურამ დავითაია - სკოლა-კონფერენციის გენერალური დირექტორი - 899 92 37 22
3.პროფ. ბორის კორსანტია - დირექტორი სამეცნიერო საკითხებსა და პუბლიკაციებში - 899 57 45 22
4.სულიკო კუპრაძე - ტრანსპორტი და მგზავრობის ორგანიზაცია - 879 42 11 14
5.ნანა გვეტაძე - მთავარი ადმინისტრატორი - 877 44 55 78;
6.ნანა თვალავაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობა და საპროგრამო საკითხები - 899 22 22 03
7.ქეთი ბახტაძე - კულტურული პროგრამების ხელმძღვანელი - 899 51 78 77
8.სოსო დონღუზაშვილი - საინფორმაციო-ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი - 855 20 60 60
9.ნინო ფულარია - სამდივნოს ხელმძღვანელი - 899 93 77 00