There are no translations available.

პატივცემულო კოლეგებო,
-
საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია
-
საქართველოს პრენატალური მედიცინისა და პერინატოლოგიის ასოციაცია
-
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგთა ასოციაციების კავშირი
-
საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია
-
საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაცია
-
საქართველოს ბიოტექნოლოგიის ცენტრი
-
საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია
-
საქართველოს კანისა და ვენერიულ დაავადებათა ს/კ ცენტრი
-
ნაყოფის მედიცინის საქართველოს ფონდი
2013 წლის 23 თებერვლიდან 1 მარტამდე (ჩათვლით) ატარებს მედიკოსთა ტრადიციულ XXXIII საერთაშორისო სკოლა-კონფერენციას “ბაკურიანი-2013, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები, ორგანიზაციები და დაწესებულებები.
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე:
მედ. მეცნ. დოქტორი ალექსანდრე პაპიტაშვილი
- საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სკოლა-კონფერენციაზე ჩატარდება ლექცია-სემინარები პრაქტიკოსი ექიმებისა და სტუდენტებისთვის, დარგობრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები. ასევე დაგეგმილია ტრადიციული ერთობლივი საერთაშორისო სამედიცინო ფორუმების ორგანიზება, მათ შორის:
სკოლა–კონფერენციაზე შესაძლებელია ცალკეული შეკვეთილი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება თემებზე:
. ფარმაკოთერაპია
. სამედიცინო ეკოლოგია
· პროფესიული დაავადებები
· რეპროდუქტოლოგია
· კარდიოვასკულარული დაავადებები
· კლინიკური ჰემატოლოგია
· ტრანსპლანტალოგია
· პრენატალური მედიცინა, პერინატალოგია და მეანობა-გინეკოლიგია
· ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
· უახლესი ტექნოლოგიები მედიცინაში
· ინფორმაციული ტექნოლოგიები მედიცინაში
· სხვა თემები
გარდა ამისა, ჩატარდება მრგვალი მაგიდა თემაზე: ”ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, რუსეთი და საქართველო - ურთიერთობებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები”.
ყველა რეგისტრირებული მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.
სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობენ ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ სამედიცინო ტექნიკას, მედიკამენტებსა და სამედიცინო ლიტერატურას. წარმოდგენილი მოხსენებები, ძირითადად, დაფუძნებული იქნება “მტკიცებითი მედიცინის” პრინციპებზე.
მოხსენებათა სათაურები, წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ფორმით ელ.ფოსტის საშუალებით, მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
არაუგვიანეს 2013 წლის 01 თებერვლისა.
მოხსენებათა სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.medcongress.ge
სკოლა-კონფერენციის სხდომები ჩატარდება ბაკურიანის სასტუმრო “პრემიერ პალასში”.
სკოლა–კონფერენციის მონაწილეები განთავსდებიან სასტუმროებში (ფასდაკლებით) :
სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობის 7-დღიანი პაკეტის ღირებულება ყველა მონაწილისა და თანხმლები პირისთვის შეადგენს 550 ლარს, ხოლო სტუდენტებისთვის (ფასდაკლებით) 520 ლარს. პაკეტში შედის: სასტუმროში ცხოვრება სამჯერადი კვებით (შვედური მაგიდა) და საწევრო-სარეგისტრაციო გადასახადი. 2 წლის ჩათვლით (დაბადების მოწმობის მიხედვით – 2010 წლის 2 მარტის შემდეგ დაბადებული) ბავშვების განთავსება უფასოა, 3-დან 8 წლის ჩათვლით (2004 წლის 2 მარტიდან – 2009 წლის 2 მარტამდე დაბადებულები) - ღირებულების მხოლოდ 50%.
სკოლა-კონფერენციის შემდეგ ხანმოკლე პერიოდით შესაძლებელია საგზურის გაგრძელება იგივე პირობებით, რის შესახებ უნდა ეცნობოს საორგანიზაციო კომიტეტს არაუგვიანეს 2013 წლის 8 თებერვლისა (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია).
საწევრო-სარეგისტრაციო შესატანის, საგზურის ღირებულებისა და მგზავრობის თანხის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან შემდეგ რეკვიზიტებზე:
ბანკი – „საქართველოს ბანკი“–BAGAGE22, სალარე ანგარიშის N GE26BG0000000344342000
მიმღები – რ/კ“ საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია”, ს/კ – 202215673
წინასწარი რეგისტრაცია იწარმოებს – 2013 წლის 11 თებერვლამდე.
მონაწილის ან/და თანმხლები პირის მიერ გადახდილი თანხის საბანკო დოკუმენტის, პირადობის და დაბადების მოწმობის (ბავშვების შემთხვევაში) ასლები, წარმოდგენილი უნდა იქნას წინასწარი რეგისტრაციის დროს საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოში (ხელმძღვანელი – თეა ჯოხაძე), შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ.48, MTVi Agency:
2013 წლის 8 იანვრიდან: სამშაბათსა და პარასკევს, 15 სთ-დან 18 სთ-მდე.
2013 წლის 1 თებერვლიდან: ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, 15 სთ-დან 18 სთ-მდე.
ინფორმაციისთვის, ზემოთ მითითებულ დღეებსა და საათებში დაურეკეთ ტელ.: 299 02 25: მობ.: 593 205 731; ან, ყოველდღე (შაბათ–კვირის გარდა), საღამოს 20:00–დან 24:00 საათამდე შეგიძლიათ დაურეკოთ ტელ.: 299 56 65
მსურველთათვის ორგანიზებული იქნება მგზავრობა სპეციალური კომფორტაბელური ავტობუსით თბილისიდან ბაკურიანამდე და უკან. ღირებულება: ერთი მგზავრი, ერთი მიმართულებით – 25 ლარი.
ტრანსპორტის ღირებულება (თუ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შეთავაზებული ავტობუსით გადაწყვეტთ მგზავრობას) გადახდილი უნდა იყოს ასევე 2013 წლის 11 თებერვლამდე (უნაღდო ანგარიშსწორებით).
საგზურის და მგზავრობის თანხის დაბრუნება იწარმოებს 10 თებერვლამდე.
რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილის მიზეზით საგზურის 10 თებერვლამდე გაუქმების შემთხვევაში მას სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა, ხოლო 11 თებერვლიდან დაუკავდება სასტუმროს ჯავშნის ღირებულება - 150 ლარი.
სკოლა-კონფერენციის დროს ყოველდღიურად დაგეგმილია გასართობ-კულტურული ღონისძიებების ჩატარება. მათ შორის:
– მუსიკალური საღამოები და დისკოთეკები;
– ცნობილი მხატვრებისა და არქიტექტორების ნამუშევრების გამოფენა;
– მოდების ჩვენება;
– ახალი მხატვრული ფილმებისა და კინოშედევრების ჩვენება;
– ცნობილი კომპოზიტორებისა და მწერლების შემოქმედებითი საღამოები;
– კონკურსის: „მის და მისტერ ბაკურიანი 2013“ – ჩატარება და გამარჯვებულების დაჯილდოება
სკოლა-კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
სკოლა-კონფერენციასთან თანამშრომლობის მსურველი ფირმებისა და კომპანიებისთვის დამატებითი ინფორმაცია იხილეთ >>>>>>>>>>
საორგანიზაციო კომიტეტი
www.medcongress.ge
თუ გნებავთ გაეცნოთ 2012 წელს ჩვენს მიერ ან ჩვენი მონაწილეობით ჩატარებულ ღონისძიებებს (პროგრამა, ფოტო და ვიდეო ინფორმაცია), გთხოვთ დაკლიკოთ შესაბამისი
სკოლა-კონფერენციის პროგრამა