ქობულეთი 2009
მედიკოსთა XXVI საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია
თანამედროვე კლინიკური მედიცინა - მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები
(პრაქტიკოს ექიმთა დასახმარებლად)
თბილისი - ქობულეთი
18-25 ივლისი
• საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
• საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
• საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
• საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ასოციაციის კავშირი
• საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია
• სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
• ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი
• საქართველოს დერმატოლოგთა ასოციაცია
• სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი
2009 წ. 18-25 ივლისს ქ. ქობულეთში ატარებენ მედიკოსთა XXVI საერთაშორისო სკოლა-კონფერენციას “ქობულეთი 2009”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები, ორგანიზაციები და დაწესებულებები.
სკოლა-კონფერენციის პრეზიდენტი: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ალექსანდრე თელია
სკოლა-კონფერენციაზე ჩატარდება: ლექცია-სემინარები პრაქტიკოსი ექიმებისა და სტუდენტებისთვის, დარგობრივი სამეცნიერო კონფერენციები.
წარმოდგენილი მოხსენებები ძირითადად დაფუძნებული იქნება “მტკიცებითი მედიცინის” პრინციპებზე.
სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ სამედიცინო ტექნიკას, მედიკამენტებსა და სამედიცინო ლიტერატურას.
ყველა რეგისტრირებულ მონაწილეზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
მოხსენებათა სათაურები საორგანიზაციო კომიტეტში წარმოადგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა.
მოხსენებათა სათაურები, ქვემოთ მოცემული ელექტრონული ფორმის საშუალებით შეგიძლიათ გამოგზავნოთ ფაქსით ან ელ.ფოსტაზე, მისამართზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
მოხსენებათა სარეგისტრაციო ფორმა (წაშლილია ლინკი)
სკოლა-კონფერენცია ჩატარდება და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მონაწილეები საგზურით განთავსდება სასტუმრო “კოლხეთში” (ინტურისტი”), სადაც ორადგილიან ნომერში სამჯერადი კვებით ერთი ადგილის ღირებულებაა 43 ლარი (8 დღის - 344 ლარი), ხოლო კვების გარეშე 23 ლარი (8 დღის - 184 ლარი); და სასტუმრო “ედემში”, სადაც დღიური ღირებულება სამჯერადი კვებით შეადგენს 38 ლარს (8 დღის - 304 ლარს).
კონფერენციის ყოველ მონაწილეზე საწევრო-სარეგისტრაციო თანხა შეადგენს 40 ლარს, ხოლო ორგანიზაციების მიერ გადარიცხვის შემთხვევაში - 60 ლარს.
საწევრო-სარეგისტრაციო თანხის, საგზურის ღირებულების და მგზავრობის თანხის გადახდა უნდა მოხდეს 10 ივლისამდე (გადარიცხვის შემთხვევაში 9 ივლისამდე) საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შემდეგ რეკვიზიტებზე: რ/კ “საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია”, კოდი - 202215673, სალარე ანგარიშის # 3608080716. გადახდილი თანხის ქვითრის დედანი აუცილებლად უნდა წარგენილ იქნას წინასწარი რეგისტრაციის დროს 2009 წლის 10 ივლისამდე საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა ფშაველას #26, ოთახი #29 (1300-დან 1700-მდე, შაბათ-კვირის გარდა).
ცნობებისთვის რეგისტრაციის შესახებ ტელ: 899 93 77 00 - ნინო ფულარია.
მსურველთათვის მგზავრობა ორგანიზებული იქნება მატარებლით.
მგზავრობის თანხის და სარეგისტრაციო შესატანის დაბრუნება - 10 ივლისამდე.
პუბლიკაციების მსურველებმა სტანდარტულ ფორმატში უნდა წარმოადგინონ საჟურნალო სტატია ან თეზისები არაუგვიანეს 2009 წლის 17 ივლისამდე ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე (ინგლისური რეზიუმეთი), რომლებიც გამოქვეყნდება ჟურნალში “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. ერთი გვერდის ღირებულება - 20 ლარი (ტელ. 899 57 45 22 პროფ. ბორის კორსანტია).
სკოლა-კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.
სკოლა-კონფერენციასთან თანამშრომლობის მსურველი ფირმებისთვის დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ფირმებისთვის განკუთვნილ წერილში.
საინფორმაციო წერილი ფირმებისთვის(ლინკი არ იხსნება)
დამატებითი ცნობებისთვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს:
1. ალექსანდრე პაპიტაშვილი - საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე - 899 55 43 51
2. პროფ. გურამ დავითაია - სკოლა-კონფერენციის გენერალური დირექტორი - 899 92 37 22
3. პროფ. ბორის კორსანტია - დირექტორი სამეცნიერო საკითხებსა და პუბლიკაციებში - 899 57 45 22
4. სულიკო კუპრაძე - ტრანსპორტი და მგზავრობის ორგანიზაცია - 877 42 11 14
5. გია თვალთვაძე - ადგილზე მონაწილეთა განთავსების საკითხები - 899 90 41 99
6. ნანა გვეტაძე - მთავარი ადმინისტრატორი - 877 44 55 78;
7. ნანა თვალავაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობა და საპროგრამო საკითხები - 899 22 22 03
8. სოსო დონღუზაშვილი - საინფორმაციო-ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი - 893 60 67 60
9. ნინო ფულარია - სამდივნოს ხელმძღვანელი - 899 93 77 00
10. ქეთი ბახტაძე - კულტურული პროგრამების ხელმძღვანელი - 899 51 78 77
საინფორმაციო ბუკლეტი
სკოლა-კონფერენციის პროგრამა