ბეჭდვა

სკოლა-კონფერენციის პროგრამა - დააჭირეთ აქ >>>>

 

პატივცემულო კოლეგებო,

·         საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტი

·         საქართველოს ბიოტექნოლოგიის ცენტრი

·         საქართველოს პრენატალური მედიცინის  და პერინატოლოგიის   ასოციაცია

·         ნაყოფის მედიცინის საქართველოს ფონდი

·         სხვა ასოციაციებსა და დაწესებულებებთან ერთად

 

2014  წლის  22  თებერვლიდან  2 მარტამდე ატარებენ მედიკოსთა ტრადიციულ XXXV  საიუბილეო  საერთაშორისო სკოლა-კონფერენციას ”ბაკურიანი 2014”,  რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები, ორგანიზაციები და დაწესებულებები.

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე:

                                            მედ. მეცნ. დოქტორი ალექსანდრე პაპიტაშვილი

გენერალური დირექტორი

                                             მედ. მეცნ. დოქტორი  გიორგი თვალთვაძე

 

სკოლა-კონფერენციაზე ჩატარდება ლექცია-სემინარები პრაქტიკოსი ექიმებისა და სტუდენტებისთვის, დარგობრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები. ასევე დაგეგმილია ტრადიციული საერთაშორისო ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმების ორგანიზება, მათ შორის:

-         XIV  ქართულ–უკრაინული  ფორუმი

-         XIV  ქართულ–სომხური  ფორუმი

სურვილის შემთხვევაში, სკოლა–კონფერენციაზე შესაძლებელია ცალკეული სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება სპეციალურად შეკვეთილ თემებზე. წარმოდგენილი მოხსენებები, ძირითადად, დაფუძნებული იქნება “მტკიცებითი მედიცინის” პრინციპებზე.

 

ყველა რეგისტრირებული მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

 

სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობენ ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ სამედიცინო ტექნიკას, მედიკამენტებსა და სამედიცინო ლიტერატურას.

 

სკოლა-კონფერენციის სესიების ჩატარება გათვალისწინებულია ბაკურიანის სასტუმრო “პრემიერ პალასში”  (www.premierpalace.ge).  გარდა ამისამონაწილეთა განთავსება (სპეციალური ფასდაკლებით) განხორციელდება ბაკურიანის შემდეგ სასტუმროებში:

-         თბილისი             www.info-tbilisi.com/travel/bakurianihotels/tbilisi

-         ედელვაისი          www.welcome.ge/edelweiss

 

სრული პაკეტისა და  თბილისი–ბაკურიანი–თბილისი მგზავრობის ღირებულება:

–        სრული პაკეტი  (585.00ლარისტუდენტებისთვის  555.00ლარი)

–    ორგანიზატორების მიერ დაქირავებული  ტრანსპორტით  მგზავრობა (25.00ლარი – ერთი     მიმართულებით).    პირობები– იხილეთ  აქ !     

 

სასტუმროს დაჯავშნა:

სკოლა–კონფერენციის მონაწილეებმა და/ან თანმხლებმა პირებმა, 2014 წლის 20 იანვრამდე,  უნდა გადაიხადონ  სასტუმროს ჯავშნის ღირებულება - 100 ლარი (ყოველ მონაწილეზე). თანხის გადახდის შემდეგ, მყისიერად უნდა შეავსონ სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა, რომელიც უნდა ჩაბარდეს სამდივნოში ან გამოგზავნილ იქნას ელექტრონულ ფორმატში  ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ან  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ). 

განაცხადის ფორმაიხილეთ  აქ !   

განაცხადის ფორმა სტუდენტებისთვის  – იხილეთ  აქ !     

 

მონაწილეთა საყურადღებოდ: ჯავშნის ღირებულების გადახდის გარეშე საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოს ეკრძალება მონაწილისთვის ოთახების დაჯავშნა. ჯავშნისთვის გადახდილი თანხა ჩაითვლება სრული პაკეტის ღირებულებაში.

 

საბანკო რეკვიზიტები:

ბანკი  „საქართველოს ბანკი“– BAGAGE22, სალარე ანგარიშის N GE26BG0000000344342000

მიმღები  რ/კ “საქართველოს პრენატალური მედიცინისა და პერინატოლოგიის ასოციაცია”, ასოციაციის საიდენტიფიკაციო კოდი – 202215673

 

საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნო (თბილისი, რუსთაველის გამზ. 48,  MTVi Agency) საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელი, თეა ჯოხაძე (მობ.: 593 205 731,  ტელ.: 299 02 25),  2013 წლის 10  დეკემბრიდან, 2014  წლის 10 თებერვლამდე – ყოველ სამშაბათსა და პარასკევს: 16 სთ-დან 19 სთ-მდე.

 

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საორგანიზაციო კომიტეტის წევრს, მიხეილ ხოშტარიას. მობ.: 555 404 731 ან  ტელ.: 299 56 65 ყოველდღე (კვირის გარდა), საღამოს 16:00–დან 23:00 საათამდე  ან ელექტრონული ფოსტით:    ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს   ან  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

 

მოხსენებები:

მოხსენებათა სათაურები  საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2014 წლის 01 თებერვლისა. მოხსენებათა სათაურები,  ელექტრონული ფორმის საშუალებით შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით, მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

მოხსენებათა სარეგისტრაციო ფორმა-   იხილეთ  აქ !

 

რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილის მიზეზით საგზურის 10 თებერვლამდე გაუქმების შემთხვევაში მას სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა, ხოლო 10 თებერვლიდან დაუკავდება სასტუმროს ჯავშნის ღირებულება – 100 ლარი

 

სკოლა-კონფერენციის დროს,  დაგეგმილია  გასართობ-კულტურული ღონისძიებების ჩატარება.  

 

სკოლა-კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

 

სკოლა-კონფერენციასთან თანამშრომლობის მსურველი კომპანიებსა და ფირმებისთვის  დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ფირმებისთვის განკუთვნილ წერილში –  იხილეთ აქ !

                                

                          საორგანიზაციო კომიტეტი