თურქეთი - 2009
სამეცნიერო კონფერენცია
ახალი ტექნოლოგიები და მიღწევები მედიცინაში
2009 წლის, 19-28 სექტემბერი
თურქეთი, ბელეკი
უმაღლესი კლასის 5* სასტუმრო (Super Ultra all inclusive, კატეგორია: "Luxury"), მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანტალიაში, საკურორტო ქალაქ ბელეკში (აეროპორტიდან 35 კმ-ში).
სასტუმროს აქვს: 5 საცურაო აუზი, 7 რესტორანი (ძირითადი რესტორანი ღია და დახურული სექციებით და 6 A la Carte რესტორანი, მათ შორის: იტალიური, ჩინური, ლათინური, რუსული, ხორცეულის და თევზეულის), 8 ბარი, 11 საკონფერენციო დარბაზი, ფიტნეს-ცენტრი, საუნა, თურქული აბანო, წყლის 2 ატრაქციონი, ჩოგბურთის 12 კორტი, საბილიარდო, ინტერნეტ-კაფე, სათამაშო ოთახი და მოედანი ბავშვებისთვის, ღამის კლუბი, მარკეტები და შოპინგ-ცენტრები, სასტუმროს აქვს კეთილმოწყობილი, დაცული საკუთარი პლიაჟი.
ბავშვებისათვის: აუზი (ღია და დახურული), წყლის ატრაქციონები, საბავშვო მოედნები, სპეციალური მენიუ და გასართობი პროგრამები, აგრეთვე ნომერში ბავშვის საწოლი მოთხოვნით.
ყველა ოთახში არის: კონდიციონერი, ჯაკუზი, სატელიტური ტელევიზია, მინიბარი, ფენი, უკაბელო ინტერნეტი, სეიფი.
სასტუმროს ღირებულებაში (Super Ultra All Inclusive) შედის (ე.ი. უფასოა): ოთხჯერადი კვება (შვედური მაგიდა), დამატებითი კვების სერვისი დღის და ღამის საათებში, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, ნაყინი, მინი-ბარი, სეიფი, უკაბელო ინტერნეტი, ჩოგბურთის მოედანი, თურქული აბანო, საუნა, აერობიკა, მაგიდის ჩოგბურთი, მინი გოლფი, დარტსი, ფეხბურთი, დისკოთეკა და გასართობი წარმოდგენები, კანოე, სერფინგი, წყლის ველოსიპედი, პლაჟის ინვენტარი.
ფასიანია: მასაჟი, ბილიარდი, წყლის თხილამური, წყლის მოტოციკლეტი, პარაშუტი, საერთაშორისო ტელეფონი, სამრეცხაო, ფიტნეს-ცენტრი.
კონფერენციაში მონაწილეობის, ტრანსფერის, დაზღვევის, თბილისიდან ანტალიამდე და უკან თვითმფრინავით მგზავრობის და სასტუმროში 10 დღის (9 ღამის) ცხოვრების ღირებულების პაკეტი ორადგილიან ოთახში შეადგენს 1200 ა.შ.შ. დოლარს, ერთადგილიანში - 1920 ა.შ.შ. დოლარს, სამადგილიანში - 1110 ა.შ.შ. დოლარს.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაცია და ადგილების დაჯავშნა 15 აგვისტომდე. რეგისტრაციისა და ცნობებისათვის სასწრაფოდ მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს (მისამართი: ვაჟა-ფშაველას 26, ოთახი 29 (15:00-18:00); საკონტაქტო ტელეფონი: 899 51 78 77 - ქეთი ბახტაძე; 899 22 22 03 - ნანა თვალავაძე; 899 93 77 00 - ნინო ფულარია).
დამატებითი ინფორმაცია:
სასტუმროს ფოტოები: http://tury.ru/hotels/54995.html
სასტუმროს ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=GR6S-UeKc2I
ან http://rapidshare.com/files/264650178/attaleia.mp4.html
საორგანიზაციო კომიტეტის სავალუტო ანგარიშის რეკვიზიტები
თანხის შემოტანისათვის:
Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
Beneficiary: Georgian Association
of Prenatal Medicine and Perinatology
Account: # 3618080719
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |