ბეჭდვა PDF

 

ალექსანდრე მიხეილის ძე პაპიტაშვილი

 

დაბადების წელი 1949

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედაგოგი 1980 წლიდან 2007 წლამდე.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ”გეომედის”  პროფესორი 2016 წლიდან

საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი 1989 წლიდან დღემდე ამ ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული 42 სკოლა-კონფერენციის მთავარი კოორდინატორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი.

საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაციის გენერალური მდივანი 2003 წლიდან;

ამერიკული ინსტიტუტის ულტრაბგერა მედიცინაში (AIUM) გენერალური წევრი1997 წლიდან.

სსრკ და საქართველოში მეანობა-გინეკოლოგიაში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის პიონერი და დამფუძნებელი.

პერინატალური მედიცინის მსოფლიო ასოციაციის გამგეობის წევრი (2005-2012).

მეანობა-გინეკოლოგიაში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის იან დონალდის სახ. საუნივერსიტეტო სკოლის საქართველოს ფილიალის დირექტორი (2010 წლიდან).

საქართველოში მეანობა-გინეკოლოგიის დარგში პირველი კომპიუტერული კვლევებისა და პროგრამის ავტორი.

ნაყოფის მედიცინის საქართველოს ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი (2005 წლიდან)

მეანობა-გინეკოლოგიაში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დარგში განვითარება - პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის სპეციალური დიპლომით და"ღამურას" სამკერდე ნიშნით დაჯილდოვებული, 1991 წ.

უკრაინის დავიდენკოვების სახელობი სსამედიცინო პრემიის ლაურეატი, 1997 წ.

ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის 2003-2004 წლის Who’s Who -ს გამოცემაში მოთავსებული სახელის ლაურეატი;

კემბრიჯის IBC-ის მიერ სპეციალურ ჩამონათვალის - XXI საუკუნის 2000 გამორჩეული ინტელექტუალი "2000  Outstanding Intellectuals of the 21st Century in the field of Obstetrics and Gynecology and Ultrasonography" ლაურეატი, 2004 წ.

ამერიკის ABC 2005 წლის მედიცინის სფეროში მსოფლიოში 100 გამოჩენილი პროფესიონალის წოდების  ”Top 100 Health Professionals” ნომინანტი.

ბელორუსიის სხივადი დიაგნოსტიკის რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი. (2011წ)

ევრაზიის პერინატოლოგთა სამიტის დამფუძნებელი (2011 წ)

სომხეთის დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის რესპუბლიკური ს/კ ცენტრის საპატიო დოქტორი (2015 წლიდან)

უკრაინაში ქ. ხარკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (2017 წლიდან)

მსოფლიოში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განვითარებისათვის და უმაღლესი ხარისხის პროფესიონალიზმისთვის იან დონალდის სახელობის საპატიო მედლით დაჯილდოვებული (2011)

სამეცნიერო სამედიცინო ჟურნალების და შრომათა კრებულების სარედაქციო კოლეგიის და საბჭოს წევრი (7-საქართველოში, 6- საზღვარგარეთ)

1996 წლიდან 120-ზე მეტი საერთაშორისო და რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციისა და კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის წევრი, ხელმძღვანელი, მოწვეული ლექტორი, მომხსენებელი და მონაწილე.

160-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის, გამოგონების და მონოგრაფიების ავტორი.

აირჩიეთ ენა

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
Facebook
ფირნიშები