ბეჭდვა PDF

 

 K E M E R  - 2 0 1 6 

 

P R O G R A M M E >>>

 

 -------------------------------------------

 

პირველი დღე ქემერში

 

 

 -------------------------------------------

 

 

2016 წლის 3 სექტემბერი

ჩაქვი

ნუგზარ სხირტლაძე

 

პატივცემულო საზოგადოება!

 

პატივი მაქვს საიუბილეო მე-40 სკოლა-კონფერენციის მონაწილეებს მოგესალმოთ საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის სახელით.

ჩვენი ასოციაციისთვის საამაყო, სანიმუშო და მისაბაძია მისი მედიცინის დეპარტამენტის ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობა.

თვალსაჩინოა და ხელშესახები მიღწევები.

ამ ტრადიციული შეხვედრების დასახელებაში სრულიად გამართლებულია „სკოლის“ დასახელება, ვინაიდან აქ ხდება ცალკეული აღმოჩენების თუ მიღწევების უშურველად გაზიარება და მონაწილეებისთვის ახალი ცოდნის გადაცემა.

გასული 2 ათეული წლის, და კიდევ უფრო ადრინდელი, მიღწევები, რასაც მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბატონი ალექსანდრე პაპიტაშვილის მოხსენებებში გავეცანით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების როლს ყოველი დიდი საქმის წარმატებით წარმართვაში.

ეს პიროვნება ჩვენს შემთხვევაში არის პროფესორი ალექსანდრე პაპიტაშვილი, რომლის პროფესიონალიზმი, ჰიპოკრატეს ფიცისადმი ერთგულება, ინტელექტი, მენეჯერული ნიჭი და სხვა დადებითი თვისებები არის საწინდარი არა მარტო ქართველ, არამედ მსოფლიოს არა ერთი ქვეყნის მედიკოსთა ელიტის ნდობისა და ჩვენი სკოლა-კონფერენციის სიცოცხლის უნარიანობისა.

ბატონმა ალექსანდრემ თავის ირგვლივ შემოიკრიბა ასევე საერთო საქმისთვის თავდადებული დასი ე.წ. „საორგანიზაციო კომიტეტის“ სახით და ნება მიბოძეთ, გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ყველა მათგანს!

ტრადიციული სკოლა-კონფერენციების ჩატარების უნიკალური ფორმატი საშუალებას იძლევა პროფესიული ინტერესების დაკმაყოფილების გარდა, თავისუფალი დრო დაეთმოს ხელოვნების სხვადასხვა დარგში მიღწეული თანამედროვე დონის გაცნობას და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, თბილი, ადამიანური ურთიერთობების გაღრმავებას და დამეგობრებას.

სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი საიუბილეო სკოლა-კონფერენციაც წარმატებით ჩატარდება!

ყველას გისურვებთ ახალ-ახალ ცოდნასთან ზიარებას და კარგ ამინდს!

აირჩიეთ ენა

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
Facebook
ფირნიშები