სიდე - 2010
მედიკოსთა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და
სპეციალიზირებული ტრენინგები
ახალი ტექნოლოგიები და მიღწევები მედიცინაში
2010 წლის, 19-29 სექტემბერი
თურქეთი, სიდე
სასტუმრო GRAND PRESTIGE HOTEL
საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია სხვა სამედიცინო ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან ერთად 2010 წ-ის 19-29 სექტემბერს ქალაქ სიდეში (რომელსაც სამართლიანად უწოდებენ თურქეთის რივიერას) ატარებს მედიკოსთა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და სპეციალიზირებულ ტრენინგებს ”ახალი ტექნოლოგიები და მიღწევები მედიცინაში”
უმაღლესი კლასის 5* სასტუმრო (All Inclusive) GRAND PRESTIGE HOTEL , მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ტბა “ტიტრეიენის” პირას, ანტალიის რეგიონში საკურორტო ქალაქ სიდეში (ანტალიის აეროპორტიდან 75 კმ-ში).
სასტუმროს აქვს: 7 რესტორანი (3 A la Carte რესტორანი, მათ შორის: იტალიური, თევზეულის და რესტორანი "Sultan Sofrasi"), 7 ბარი, ასევე ქვიშის საკუთარი პლიაჟი სასტუმროს წინ (პირველი ხაზი და 5 საცურაო აუზი (2 დიდი ღია აუზი წყლის ატრაქციონებით, 1 დიდი დახურული აუზი და 2 აუზი ბავშვებისთვის წყლის ატრაქციონებით), 2 საკონფერენციო დარბაზი.
ყველა ოთახში არის: ტელეფონი, ცენტრალური გათბობა და კონდიციონერი, სატელიტური ტელევიზია, მინიბარი, სეიფი (ფასიანია), აბაზანა, ფენი, აივანი/ტერასა
სასტუმროს ღირებულებაში (All Inclusive) შედის (ე.ი. უფასოა): ოთხჯერადი კვება შვედური მაგიდით, დამატებითი კვების სერვისი დღისა და ღამის საათებში და ნომრებში მომსახურებით, ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლიანი და გამაგრილებელი უალკოჰოლო სასმელები, უკაბელო ინტერნეტი, ჩოგბურთის მოედანი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, პლაჟის ფრენბურთი, სარბენი ბილიკი, საუნა, ფიტნესს-ცენტრი, შეზლონგები,ქოლგები და პირსახოცები პლიაჟზე და აუზთან.
ფასიანია: ჩოგბურთის კორტების განათება, ბილიარდი და სპორტის წყლის სახეობები, ჯიპ - საფარი, რაფტინგი, დაივინგი, ჯაკუზი და მასაჟი (10 სახეობა)
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებით:
ტრანსფერის, დაზღვევის, თბილისიდან ანტალიამდე და უკან თვითმფრინავით პირდაპირი რეისით მგზავრობის და სასტუმროში 10 დღის და 10 ღამის (19-29 სექტემბერი) ცხოვრების ღირებულების პაკეტი ერთი ადამიანისთვის ორადგილიან ოთახში შეადგენს 1326 ა.შ.შ. დოლარს, სამადგილიანში - 1276 ა.შ.შ. დოლარს, ხოლო ერთადგილიანში - 1726 ა.შ.შ. დოლარს.
გარანტირებული ზღვის ხედის მქონე ნომრისათვის საერთო პაკეტს 10 დღეზე ემატება: ერთადგილიანში - 70 ა.შ.შ. დოლარი და ორ და სამ ადგილიანში - 50 ა.შ.შ. დოლარი
ორადგილიან ნომერში დამატებით 12 წლამდე ბავშვების განთავსება (2+1) უფასოა (სასტუმროში ცხოვრება და კვება). სამადგილიან ნომრებში (3+1) უფასოდ განთავსდებიან 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
საოჯახო ნომრების (Family Room - 4 ადგილი 1 ან 2 ოთახიან ნომრებში) ღირებულება უფროსებისთვის იგივეა რაც 3 ადგილიან ნომრებში.
ადგილების რაოდენობა სასტუმროში და ავია ბილეთებზე შეზღუდულია. პაკეტის სრული ღირებულების დაფარვა 5 სექტემბრამდე.
აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა პაკეტის ღირებულების გაზრდა
რეგისტრაციისა და ცნობებისათვის სასწრაფოდ მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოს (მისამართი: ვაჟა-ფშაველას 26, ოთახი 29;
საკონტაქტო ტელეფონი: 899 93 77 00 - ნინო ფულარია; 899 22 22 03 - ნანა თვალავაძე).
საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ალექსანდრე პაპიტაშვილი (ტელ.: 899 93 77 00; ელ.ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ).
დამატებითი ინფორმაცია სასტუმროს შესახებ: http://www.grandprestige.com
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |