ბეჭდვა PDF

სკოლა-კონფერენციის პროგრამა >>>>>>

 

მედიკოსთა  36-ე  საერთაშორისო  სამეცნიერო-პრაქტიკული  სკოლა-კონფერენცია

ჩაქვი - 2014

პატივცემულო კოლეგებო,

·         საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტი

·         საქართველოს ბიოტექნოლოგიის ცენტრი

·         საქართველოს პრენატალური მედიცინისა და პერინატოლოგიის ასოციაცია

·         ნაყოფის მედიცინის საქართველოს ფონდი

·         სხვა ასოციაციებსა და დაწესებულებებთან ერთად

2014   წლის 12-20 ივლისს დაბა ჩაქვში, განახლებულ სასტუმრო „ოაზისში“ ატარებს მედიკოსთა  ტრადიციულ  XXXVI  საერთაშორისო  სკოლა-კონფერენციას  ჩაქვი-2014”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო  ასოციაციები, უმაღლესი  სამედიცინო  სასწავლებლები, ორგანიზაციები და დაწესებულებები.

                         საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე

                                                             მედ. მეცნ. დოქტორი  ალექსანდრე პაპიტაშვილი

                         გენერალური დირექტორი:

                                                            მედ.  მეცნ.  დოქტორი   გიორგი თვალთვაძე

სკოლა - კონფერენციაზე ჩატარდება ლექცია - სემინარები პრაქტიკოსი ექიმებისა და  სტუდენტებისთვის,  დარგობრივი სამეცნიერო -პრაქტიკული  კონფერენციები.  ასევე  დაგეგმილია  ტრადიციული  ერთობლივი საერთაშორისო სამედიცინო ფორუმების  ორგანიზება,  მათ შორის:

·       XV ქართულ–უკრაინული  სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმი

·       XV ქართულ–სომხური  სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმი

სკოლა–კონფერენციაზე შესაძლებელია  ცალკეული  შეკვეთილი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება შემდეგ დარგებში:

·   ფარმაკოთერაპია                                               ტრანსპლანტალოგია

·   სამედიცინო ეკოლოგია                                     ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა

·   პროფესიული დაავადებები                              უახლესი ტექნოლოგიები მედიცინაში

·   რეპროდუქტოლოგია                                         პრენატალური მედიცინა, პერინატოლოგია და მეანობა-გინეკოლიგია

·   კარდიოვასკულარული დაავადებები               ინფორმაციული ტექნოლოგიები მედიცინაში

·   კლინიკური ჰემატოლოგია                                 სხვა თემები

ყველა რეგისტრირებული მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობენ ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ სამედიცინო ტექნიკას, მედიკამენტებსა და სამედიცინო ლიტერატურას. წარმოდგენილი მოხსენებები, ძირითადად, დაფუძნებული იქნება" მტკიცებითი მედიცინის" პრინციპებზე.

სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

სკოლა-კონფერენციის   სხდომები   ჩატარდება  დაბა ჩაქვის   სასტუმრო  ოაზისში, სკოლა-კონფერენციის მონაწილეებისთვის     სასტუმროში განთავსებისას მნიშვნელოვანი  ექსკლუზიური ფასდაკლებით.  

სრული პაკეტისა და  თბილისიჩაქვითბილისი მგზავრობის ღირებულება:

სრული პაკეტი:   2014  წლის 12 – 20  ივლისს სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობის სრული პაკეტის  ღირებულება  (9 დღე, 8 ღამე), როგორც მონაწილისა, ასევე ზრდასრული  თანმხლები პირისთვის  შეადგენს:

 და B კორპუსებში  - 850 ლარს (ერთი ადგილი ორადგილიან ნომერში),  ხოლო  C კორპუსში - 790 ლარს (ერთი ადგილი სამ ან ოთხადგილიან საოჯახო ნომერში). სტუდენტებისთვის  (ფასდაკლებით):  და B კორპუსებში განთავსების ღირებულება შეადგენს  820 ლარს, ხოლო  კორპუსში განთავსება - 760 ლარს.

პაკეტის ღირებულებაში  შედის:  სასტუმროში  ცხოვრება (9 დღე და 8 ღამე),  სამჯერადი  კვება  (შვედური  მაგიდა),  საგანმანათლებლო,   კულტურულ და გასართობ  ღონისძიებებში მონაწილეობა,  ბეჭდური მასალები, მონაწილეს (მომხსებებლის) სერტიფიკატი,  სესიებზე დასწრება, კომპიუტერული  და  საოფისე ტექნიკით  სარგებლობა,   სასტუმროს  ყველა  უფასო  სერვისი (დახურული  და ღია აუზი, საუნა, ტრენაჟორები,  ქოლგები,  შეზლონგები,  პლიაჟის  პირსახოცები,  სპორტული და საბავშვო მოედნები, ავტოსადგომი და მრავალი სხვა). 

გთხოვთ გაითვალისწინოთ – წლის  ჩათვლით თანმხლები ბავშვების (დაბადების მოწმობის მიხედვით –2008 წლის  21 ივლისს  და შემდეგ  დაბადებულების) განთავსება უფასოა (საწოლის გარეშე), ხოლო 6-დან 11 წლის ჩათვლით (დაბადების მოწმობის  მიხედვით – 2002 წლის  21 ივლისს  და შემდეგ  დაბადებულების)- სრული პაკეტის 50 %-იანი ფასდაკლებით (საწოლით უზრუნველყოფით).                               

ორგანიზებული მგზავრობა: მსურველთათვის შესაძლებელია ორგანიზებულ  იქნას მატარებლით მგზავრობა  ბილეთების  შეძენით თბილისიდან ჩაქვამდე და უკან.  ღირებულება: ერთი  მგზავრი,  ერთი  მიმართულებით – 25 ლარი. ბილეთების ღირებულება   გადახდილი უნდა  იყოს არაუგვიანეს 2014 წლის 10 ივნისისა.

მოხსენებები (პრეზენტაციები, ლექციები):

მოხსენებათა სათაურები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით  ელ.ფოსტის საშუალებით, მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს , არაუგვიანეს  2014 წლის 12  ივნისისა. მოხსენებათა სარეგისტრაციო  ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ >>>>>>>>>>>>>>>>>>>

(ფორმის ხელით შევსება დაუშვებელია და არ იქნება მიღებული)

მონაწილეების  რეგისტრაცია:

მონაწილეების საყურადღებოდ! სასტუმროში ცხოვრების ღირებულებასა და პირობებს განსაზღვრავს სასტუმროს ადმინისტრაცია, რომელიც  მუდმივად ითვალისწინებს  საკურორტო ბაზარზე მოთხოვნილებას (წელს გაზრდილია) და ქართული ვალუტის კურსს (შემცირებულია). მიუხედავად არსებული სიტუაციის, საორგანიზაციო კომიტეტმა მოლაპარაკების შედეგად  მიაღწია ღირებულების შემცირებას ერთი მესამედით.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მონაწილეობის პირობებს და ზუსტად, ვადების გათვალისწინებით შეასრულოთ ისინი. სხვა შემთხვევაში  ვერ მოხერხდება  სასტუმროში თქვენთვის  სასურველი ნომრის დაჯავშნა, საერთოდ სასტუმროში განთავსება და კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა.

სასტუმროს ადმინისტრაციის მოთხოვნის გათვალისწინებით, ჯავშნისა და რეგისტრაციის თანხის გადახდა აუცილებელია 2014 წლის 20 მაისამდე.

სასტუმროს ადმინისტრაციის მოთხოვნის გათვალისწინებით, ჯავშნისა და რეგისტრაციის თანხის გადახდა აუცილებელია 2014 წლის 20 მაისამდე:

სასტუმროს დაჯავშნა:

სასტუმროს ადმინისტრაციის კატეგორიული მოთხოვნით, სკოლა–კონფერენციის  ყოველმა მონაწილემ  და/ან თანმხლებმა  პირმა (6-დან 11 წლის ბავშვების ჩათვლით),  2014  წლის  20  მაისამდე,  უნდა გადაიხადოს  სასტუმროს ჯავშნის ღირებულება (სრული პაკეტის ღირებულების ნახევარი:  და კორპუსებში მაცხოვრებლებმა -  425 ლარი,  ხოლო  კორპუსში მაცხოვრებლებმა - 395 ლარი).

სასურველი ნომრის შერჩევის მიზნით, აღნიშნული თანხის გადახდამდე ერთი დღით ადრე, აუცილებელია დაკავშირება საორგანიზაციო კომიტეტის სარეგისტრაციო სამსახურის ხელმძღვანელთან, მიხეილ ხოშტარიასთან - ტელ.: 555 404 731;    299 56 65; (ყოველდღე, კვირის გარდა, 14:00-დან 23:00-მდე).

თანხის გადახდისთანავე უნდა შეივსოს სარეგისტრაციო განაცხადის  ელექტრონული ფორმა და გადაეგზავნოს  სამდივნოს  ელ.ფოსტის მისამართებზე:   ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს   ან  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

განაცხადის ფორმა – იხილეთ  >>>>>>>>>>>>>>>>

განაცხადის ფორმა სტუდენტებისთვის  – იხილეთ აქ >>>>>>>>>>>>>>>>>>>>>     

მონაწილეთა საყურადღებოდ:

1. ჯავშნის ღირებულების გადახდის გარეშე საორგანიზაციო კომიტეტის სარეგისტრაციო სამსახურს და სამდივნოს ეკრძალება       ნებისმიერი მონაწილისთვის წინასწარ ადგილის  დაჯავშნა.

2. ჯავშნისთვის გადახდილი თანხა ჩაითვლება სრული პაკეტის ღირებულებაში.

3. მონაწილის და/ან თანმხლები პირის მიერ კონფერენციის მუშაობაში უარის  თქმის შემთხვევაში,

-   21 მაისიდან 10 ივნისამდე,  მას დაუკავდება გადახდილი ჯავშნის 20%,

-   10 ივნისიდან 01 ივლისამდე   - 50%,

-   01 ივლისიდან გადახდილი ჯავშნის თანხა არ ბრუნდება.

შენიშვნა:

1.მონაწილის და/ან თანმხლები პირის მიერ კონფერენციის მუშაობაში უარის თქმის შემთხვევაში,მათ შეუძლიათ თავის მაგივრად თავად შემოგვთავაზონ შემცვლელი პირი.                                                                                

2. ვინაიდან წელს სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ სკოლა-კონფერენციისათვის გამოყოფილია  50 ადგილით ნაკლები და როგორც  წესი, გამოყოფილი ნომრები, თითქმის სრულად იჯავშნება წინასწარი რეგისტრაციის გამოცხადებიდან 7–10 დღეში, მოვუწოდებთ ყველას უახლოეს პერიოდშივე დაჯავშნონ სასურველი ნომერი, სასურველ კორპუსში, სასურველ მხარესა და სართულზე. 

ნებისმიერი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ან ესტუმროთ სარეგისტრაციო სამსახურსა და სამდივნოს (სამდივნოს ხელმძღვანელი - თეა ჯოხაძე, ტელ.: 555 404 731; 593 205 731; 299 56 65; 299 02 25), შემდეგ მისამართზე–თბილისი, რუსთაველის გამზ. 48, MTVi Agency, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს,   17 სთ-დან 19 სთ-მდე.

ესტუმრეთ ჩვენ საიტებს: www.medcongress.ge; www.caucasus.ge და ფეისბუკის გვერდებს: медконгресс Грузия ან/და медконгресс конференция, აქ განთავსდება ყველა უახლესი ინფორმაცია, ცვლილებები და დამატებები.

გთხოვთ დაიცვათ დაწესებული ვადები და პირობები. მათი დარღვევის შემთხვევაში საორგანიზაციო კომიტეტი ვერ მოახერხებს თავისი ვალდებულებების შესრულებას!

გადახდა:

ჯავშნის, საგზურის სრული პაკეტის ღირებულებისა და მგზავრობის თანხის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ფილიალში  შემდეგ რეკვიზიტებზე:

ბანკი       –  საქართველოს  ბანკი – BAGAGE22,  სალარე  ანგარიშის  N GE26BG0000000344342000

მიმღები –   / საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია/ – 202215673

სკოლა-კონფერენციის დროს ყოველდღიურად ჩატარდება გასართობი ღონისძიებები. მათ შორის:

–          მუსიკალური საღამოები,  კონცერტები, დისკოთეკები, კარნავალი, მოეწყობა გამოფენები;

–          შემოქმედებითი საღამოები;  

–         ახალი მხატვრული ფილმებისა და მსოფლიო კინემატოგრაფიის საუკეთესო კინოსურათების ჩვენება.

სკოლა-კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართულიინგლისურირუსული.

სკოლა-კონფერენციასთან თანამშრომლობის მსურველი  ფირმებისა  და  კომპანიებისთვის დამატებითი ინფორმაცია

განთავსებულია საიტზე: დააჭირეთ აქ >>>>>>>>>>>>>>..

 

საორგანიზაციო კომიტეტი

www.medcongress.ge

აირჩიეთ ენა

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
Facebook
ფირნიშები