ბეჭდვა PDF

ბათუმი - 2010

მედიკოსთა მე-4 ქართულ-თურქული სიმპოზიუმი

”მეანობა-გინეკოლოგიის თანამედროვე საკითხები”

2010 წლის 4 სექტემბერი

ბათუმი

ჯანმრთელობის ცენტრი ”მედინა”

 

ძვირფასო კოლეგებო!

პატივი გვაქვს მოგიწვიოთ მე-4 ქართულ-თურქულ სიმპოზიუმზე "მეანობა-გინეკოლოგიის თანამედროვე საკითხები", რომელიც გაიმართება 2010 წლის 4 სექტემბერს ჯანმრთელობის ცენტრში "მედინა" (მისამართი: ხელვაჩაური, შარაბიძეები).

სიმპოზიუმზე განიხილება მეანობა-გინეკოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის, პერინატოლოგიის და პრენატალური მედიცინის თანამედროვე უახლესი საკითხები.

მოხსენებებით გამოვლენ საქართველოს და თურქეთის ცნობილი წამყვანი სპეციალისტები. ასევე წარმო-დგენილი იქნება მედიცინის დარგში ქართულ-თურქული თანამშრომლობის სპეციალური პროგრამა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ამ ფართო სპექტრის პროგრამაში.

ყველა რეგისტრირებულ მედიკოსს გადაეცემა სიმპოზიუმში მონაწილეობის სერთიფიკატი.

მონაწილეთა რეგისტრაცია (რომელიც უფასოა) იწარმოებს 2010 წლის 4 სექტემბერს 9 სთ-დან 10 სთ-მდე (საკონფერენციო დარბაზის წინ).

ორგანიზატორები:

- ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი

- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი

- საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტი

- ჯანმრთელობის ცენტრი "მედინა"

- საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია

- საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია

- საქართველოს ნაყოფის მედიცინის ფონდი

 

საორგანიზაციო კომიტეტი:

საქართველო:

პროფ. ა.ხომასურიძე - ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორი; რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი; ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მოთანამშრომლე ადამიანის რეპროდუქციის ცენტრის დირექტორი;

მედ. მეც. დოქტორი ალ. პაპიტაშვილი - საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაციის გენერალური მდივანი; საქართველოს ნაყოფის მედიცინის ფონდი;

პროფ. ალ.თელია - საქართველოს ასთმოლოგთა, ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი; თსსუ-ს სრული პროფესორი;

პროფ. ჯ. უნგიაძე - ჯანმრთელობის ცენტრ ”მედინას” გენერალური დირექტორი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახ.Uუნივერსიტეტის სრული პროფესორი;

პროფ. ა .ბაქრაძე - თბილისის # 3 სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი;

ნ. გვეტაძე - საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის მთავარი ადმინისტრატორი;

ს. დონღუზაშვილი - საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის საინფორმაციო-ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი;

თურქეთი:

პროფ. აიშე კაფქასლი - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი;

პროფ. მიურატ იაიალა - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების არჩეული მომავალი პრეზიდენტი;

პროფ. ომერ კანდემირ - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი;

პროფ. თურგაი სენერ - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი;

პროფ. ლუტფუ ონდეროგლუ - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი;

პროფ. მეტფე ტანირ - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი;

პროფ. რიზა მადაზლი - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი;

ას. პროფ. ოლუს აპირ - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი.

სკოლა-კონფერენციის პროგრამა

აირჩიეთ ენა

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
Facebook
ფირნიშები