There are no translations available.

                                                                                                                                                                                                                                               

            მე-7 ქართულ-თურქული სიმპოზიუმი

  „ახალი მიმართულებები და ტექნოლოგიები პერინატოლოგიასა და

                                                                მეანობა-გინეკოლოგიაში“

   2012 წლის აპრილი

ბათუმი

ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“

(მისამართი: ბათუმი, ხელვაჩაურის გზატგეცილი)

 

ძვირფასო კოლეგებო !

პატივი გვაქვს მოგიწვიოთ
მე-7 ქართულ-თურქულ სიმპოზიუმზე
 
”ახალი მიმართულებები და ტექნოლოგიები პერინატოლოგიასა და მეანობა-გინეკოლოგიაში”
 
სიმპოზიუმი გაიმართება 2012 წლის 28 აპრილს ჯანმრთელობის ცენტრ ”მედინაში”
(მისამართი: ბათუმი,ხელვაჩაურის გზატკეცილი)
სიმპოზიუმზე განიხილება პერინატოლოგიის, მეანობა-გინეკოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის და პრენატალური მედიცინის
თანამედროვე უახლესი საკითხები და ტექნოლოგიები.
მოხსენებებით გამოვლენ საქართველოს და თურქეთის ცნობილი წამყვანი სპეციალისტები.
ასევე წარმოდგენილი იქნება მედიცინის დარგში ქართულ-თურქული თანამშრომლობის სპეციალური პროგრამა.
მონაწილეებს შეუძლიათ ჩაერთონ ამ ფართო სპექტრის პროგრამაში.
სიმპოზიუმზე დასწრება თავისუფალია.
სურვილისამებრ შესაძლებელია მონაწილეთა რეგისტრაცია (საწევრო-სარეგისტრაციო შენატანი - 25 ლარი).
რეგისტრაცია იწარმოებს 2012 წლის 28 აპრილს 09:00 საათიდან 10:00 საათამდე , ჯანმრთელობის ცენტრ ”მედინას”
საკონფერენციო დარბაზის წინ.
ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს გადაეცემა სპეციალური საერთაშორისო სერთიფიკატი, მედიცინის დარგში
ქართულ-თურქული თანამშრომლობის სპეციალური პროგრამის საინფორმაციო ქსელში თავისუფალი ჩართვით.
სიმპოზიუმის სამუშაო ენა – ინგლისური
უზრუნველყოფილი იქნება თარგმნა ქართულ ენაზე.
ეს სიმპოზიუმი განკუთვნილია ექიმ მეან-გინეკოლოგებისათვის  და რეზიდენტებისათვის , რადიოლოგებისთვის (ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტებისთვის), ოჯახის ექიმებისათვის, გენეტიკოსებისთვის, პერინატოლოგიაში მომუშავე პერსონალისა და სხვა პროფესიის  წარმომადგენლებისათვის , ვისაც სურს განაახლოს და განავითაროს თავისი ცოდნა  პერინატოლოგიასა და მეანობა-გინეკოლოგიაში, ასევე სამეანო-გინეკოლოგიურ  ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში.
ორგანიზატორები:
თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოება
საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის  დეპარტამენტი
ჯანმრთელობის ცენტრი”მედინა”
საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია
საქართველოს  პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია
საქართველოს ნაყოფის მედიცინის ფონდი
 
საორგანიზაციო კომიტეტი:
საქართველო:
აკადემიკოსი, პროფ. არჩილ ხომასურიძე
საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი
მედ. მეც. დოქტორი ალექსანდრე პაპიტაშვილი -
საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
საქართველოს  პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაციის გენერალური მდივანი
საქართველოს ნაყოფის მედიცინის ფონდის პრეზიდენტი
პროფ. ალექსანდრე თელიასაქართველოს ასთმოლოგთა,ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
თსსუ-ს სრული პროფესორი
პროფ. დევი ტაბიძესაქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
პროფ.  ჯუმბერ უნგიაძე ჯანმრთელობის ცენტრ ”მედინას” დირექტორი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახ.Uუნივერსიტეტის სრული პროფესორი
მედიცინის დოქტორი ნანა გვეტაძე - საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის მთავარი ადმინისტრატორი
საქართველოს ნაციონალური სკრინინგ-ცენტრის და სამედიცინო ცენტრ “ჯანმრთელი ქალი”-ს ექიმი
 
თურქეთი:
პროფ. აიშე კაფქასლი - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების ექს-პრეზიდენტი
პროფ. მიურატ იაიალა - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების  პრეზიდენტი
პროფ. ზიჰათ შენითურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების  არჩეული მომავალი პრეზიდენტი
პროფ. ომერ კანდემირ - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი
ასოც. პროფ. ოლუს აპირ - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი
ასოც. პროფ. ოზლემ პატა - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი
ასოც. პროფ. კოხან გოინუმერი - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი
ასისტ. პროფ. მერტიჰან კურდოგლუ - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი
მედიცინის დოქტორი აჰმეტ იალინკაია - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი
მედიცინის დოქტორი იესიმ ბაიტურ - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი
მედიცინის დოქტორი ალპერ ტარივერდი - თურქეთის პერინატოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი

Выберите Язык

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
Facebook
Баннер