Print PDF
There are no translations available.

 

             საინფორმაციო ბუკლეტი

სიდე- 2011
მედიკოსთა VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და
სპეციალიზირებული ტრენინგები

ახალი ტექნოლოგიები და მიღწევები მედიცინაში

2011 წლის 18- 28 სექტემბერი
თურქეთი, სიდე
Crystal Hotels Admiral Resort Suites & Spa5***** Ultimate All Inclusive

http://www.crystalhotels.com.tr/webyeni/index_en.html

                

 

 

 

 

 

 

 

 

უმაღლესი კლასის 5* სასტუმრო (Ultimate All Inclusive), მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანტალიის რეგიონში საკურორტო ქალაქ სიდეში, ,რომელსაც უწოდებენ “თურქულ რივიერას” (აეროპორტიდან 80 კმ-ში).

სასტუმროს აქვს: 7 რესტორანი (5 A ლა ჩარტე რესტორანი, მათ შორის : იტალიური, მექსიკური, თევზეულის და 2 თურქული რესტორანი "GRILL HOUSE " &“ISTANBUL” ), 9 ბარი, ორი კაფე - თურქული ყავის და კალიან-კაფე, ერთი ღვინის სახლი, ერთი საკონდიტრო. ასევე აქვს საკუთარი 250 მ-ნი ქვიშის პლიაჟი სასტუმროს წინ(50მ) და 6 საცურაო აუზი (3 დიდი ღია წყლის ატრაქციონით - აკვაპარკი 3450 კვ.მ), 1 დიდი დახურული, შPA აუზი და 1 ბავშვებისთვის) ,15 საკონფერენცია დარბაზი.

ყველა ოთახში ( 35 მ² ) არის: ტელეფონი, ცენტრალური გათბობა და კონდიციონირება, სატელიტური ტელევიზია და მუსიკალური არხები, მინიბარი, სეიფი, უკაბელო ინტერნეტი, აბაზანა, ფენი, აივანი. 

სასტუმროს ღირებულებაში შედის(ე.ი. უფასოა): ოთხჯერადი კვება - შვედური მაგიდა, დამატებითი კვების სერვისი დღის და ღამის საათებში, ადგილობრივი წარმოების უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელები, უკაბელო ინტერნეტი, სეიფი ნომრებში, ყველა აუზი, ანიმაცია, დისკოთეკა, ცოცხალი მუსიკა, გასართობი პროგრამები, ფიტნესს – ცენტრი, სპორტის წყლის სახეობები ძრავის გარეშე, ჩოგბურთის მოედანი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, პლაჟის ფრენბურთი, დართსი, მინი-გოლფი, წყალბურთი, აერობიკა, სტრეთჩინგი, კანოე, წყლის ველოსიპედი, სერფინგი, პნევმატური თოფი, ბოჩა, საუნა, თურქული აბანო, შოკ-შხაპი, ჯაკუზი, შეზლონგები პლიაჟზე, პლიაჟზე ქოლგები და პირსახოცები.

ფასიანია: ჩოგბურთის მოედნის განათება, ძრავიანი სპორტის წყლის სახეობები, პარაშუტი, ბილიარდი, ბოულინგი, სათამაშო ავტომატები, SPA –ცენტრი, მასაჟი (7 სახეობა), ექიმის დახმარება, ქიმწმენდა, სამრეცხაო, საპარიკმახერო, სავაჭრო ცენტრი, ლუნა-პარკი, იმპორტული სასმელები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ სრული პაკეტი: ( ორ და სამადგილიან ოთახებში დამატებით 12 წლამდე ბავშვებისთვის სასტუმროში ცხოვრება და კვება უფასოა):

  1. ტრანსფერის, თბილისიდან ანტალიამდე და უკან თვითმფრინავით მგზავრობის და სასტუმროში 10 დღის და 10 ღამის (18-28 სექტემბერი) ცხოვრების ღირებულების პაკეტი საწევრო-სარეგისტრაციო თანხასთან ერთად ერთი ადამიანისთვის ორადგილიან ოთახში შეადგენს 1350 ა.შ.შ. დოლარს, სამადგილიანში - 1260 ა.შ.შ. დოლარს, ერთადგილიანში -1616 ა.შ.შ. დოლარს.
    2 საწოლიან ოთახში 2 უფროსის და ერთი ბავშვის შემთხვევაში (11 წლის ჩათვლით) -
    - ემატება მოზარდის 420 ა.შ.შ. დოლარი.
    2 საწოლიან ოთახში 2 უფროსის და 2 ბავშვის შემთხვევაში (11 წლის ჩათვლით) -
    - ემატება მოზარდების 840 ა.შ.შ. დოლარი

ამ სასტუმროს ნომრების 85 % ზღვაზე ხედითაა. გარანტირებული ზღვის ხედით დანამატი შეადგენს 5 ა.შ.შ. დოლარს მგზავრზე და დღეზე. სასურველი ხედის მოთხოვნა უნდა მოწოდებულ იქნას უახლოეს პერიოდში რეგისტრაციის დროს, რომ შესაძლებელი იყოს შესაბამისი ტიპის ოთახების დაჯავშნა. სასურველი ხედის მითითების გარეშე შესაბამისი ოთახი დაიჯავშნება დაუზუსტებელი ხედით.

     2.  ორგანიზაციების მიერ გადარიცხვის შემთხვევაში აღნიშნულ ღირებულებას ემატება საერთო ღირებულების 5 % ოდენობის თანხა.
        (ამ შემთხვევაში სრული ღირებულება იქნება: ერთი ადამიანისთვის ორადგილიან ოთახში - 1418 ა.შ.შ. დოლარი, სამადგილიანში - 1323 ა.შ.შ.           დოლარი, ერთადგილიანში - 1699 ა.შ.შ. დოლარი).

გაფრენა, 18 სექტემბერს 07:00 – 08:00 პირდაპისი რეისით თბილისი-ანტალიის მიმართულებით (ავიაკომპანია აირზენა), შესაძლებელია ასევე პირდაპირი გაფრენით , რომელსაც ასრულებს პეგასუს ერლაინსი და ღირს 38 აშშ დოლარით ნაკლები, მაგრამ ამ მომენტვისთვის მისი ფრენის დრო არის 18:25 – 19:25.

28 სექტემბერს ანტალია-თბილისის მონაკვეთი ხორციელდება სტამბულის გავლით, ფრენის დროებია: ანტალია-სტამბული (18:40 – 19:50), სტამბული - თბილისი (23:45 – 02:50).

უკანა გზის საფასური დამოკიდებულია პეგასუს ერლაინის აქტუალურ ღირებულებაზე და იზრდება დროთა განმავლობაში ბორტზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის მიხედვით.

პეგასუს ერლაინის ავიაბილეთი უნდა იყოს გამოსყიდული დაჯავშნიდან 24 საათში, ღირებულება დგინდება დაჯავშნის მომენტისთვის და გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.

ანგარიშსწორების ვადების დაუცველობის შემთხვევაში შესაბამისი პაკეტის ღირებულება განხილული იქნება ინდივიდუალური პაკეტის შესაბამისად.

ანგარიშსწორება უნდა შედგეს მხოლოდდამხოლოდ ლარში ბანკის შესყიდვის კურსის მიხედვით.
სრული პაკეტის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს 2011 წლის 01 სექტემბრამდე (გადარიცხვის შემთხვევაში 2011 წლის 30 აგვისტომდე) საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შემდეგ რეკვიზიტებზე:


რ/კ “საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია”, ასოციაციის კოდი – 202215673, ბანკის კოდი - 2201011502, სალარე ანგარიშის № GE49BG0000000344454300.

გაუქმების შემთხვევაში:
1 სექტემბრამდე ბრუნდება სრული თანხა.
1 – 10 სექტემბრის პერიოდში ღირებულების 30 % უკან აღარ ბრუნდება.
11 – 18 სექტემბრის პერიოდში ღირებულების 50 % უკან აღარ ბრუნდება.
არგამოცხადების შემთხვევაში ღირებულების 70 % უკან აღარ ბრუნდება.

ავიაბილეთების შეძენა თბილისიდან ანტალიამდე (ორი გზა) - 31 აგვისტომდე. დაგვიანების შემთხვევაში შესაძლოა ტარიფების გაზრდა ( 30 ა.შ.შ. დოლარით და მეტი).

ავიაბილეთი უნდა იყოს გამოსყიდული დაჯავშნიდან 24 საათის განმავლობაში, ღირებულება დგინდება დაჯავშნის მომენტისთვის და გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.

გადახდილი თანხის ქვითრის დედანი წარგენილ უნდა იქნას წინასწარი რეგისტრაციის დროს 2011 წლის 01 სექტემბრამდე საორგანიზაციო კომიტეტში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 23, კლინიკა "ვიტა", (ტელ.ცნობებისთვის- 599 55 43 51)

ელ.ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

საორგანიზაციო კომიტეტი

Language

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
Facebook
Banner