ბეჭდვა PDF

 

მედიკოსთა XXX საიუბილეო საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია

თანამედროვე კლინიკური მედიცინა

მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები

(პრაქტიკოს ექიმთა დასახმარებლად)

23-30 ივლისი,  2011 წელი

თბილისი-ჩაქვი

  • საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია
  • საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირი
  • საქართველოს ასთმოლოგთა, ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაცია
  • ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი
  • საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია
  • საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაცია
  • საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია
  • სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
  • საქართველოს დერმატოლოგთა ასოციაცია
  • სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი
  • ასოციაცია “სეფსისი”
  • ნაყოფის მედიცინის საქართველოს ფონდი

2011 წ. 23-30 ივლისს დაბა ჩაქვში სასტუმრო "ოაზისში" ატარებენ მედიკოსთა XXX საიუბილეო საერთაშორისო სკოლა-კონფერენციას "ჩაქვი-2011", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები, ორგანიზაციები და დაწესებულებები.

სკოლა-კონფერენციის პრეზიდენტი: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფ. ალექსანდრე (დავით) თელია

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე: მედიცინის მეცნიერებათა

დოქტორი ალექსანდრე პაპიტაშვილი

სკოლა-კონფერენციაზე ჩატარდება: ლექცია-სემინარები პრაქტიკოსი ექიმებისა და სტუდენტებისთვის, დარგობრივი სამეცნიერო კონფერენციები.

წარმოდგენილი მოხსენებები ძირითადად დაფუძნებული იქნება “მტკიცებითი მედიცინის” პრინციპებზე.

სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ სამედიცინო ტექნიკას, მედიკამენტებს და სამედიცინო ლიტერატურას.

ყველა რეგისტრირებულ მონაწილეზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

მოხსენებათა სათაურები საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს  2011 წლის 1  ივლისისა.

მოხსენებათ სარეგისტრაციო ფორმა

სკოლა-კონფერენცია ჩატარდება მაღალი კლასის სასტუმროში "ოაზისი"(სასტუმროს გააჩნია საკუთარი 300 მეტრიანი  პლაჟი).იხ.  http://www.hoteloasis.ge/

საორგანიზაციო კომიტეტი მონაწილეებს სპეციალური ფასდაკლებით სთავაზობს  განთავსებას სასტუმრო "ოაზისში", სადაც 8-დღიანი საგზურის ღირებულება სამჯერადი კვებით (შვედური მაგიდა) შეადგენს 600 ლარს.  6 წლამდე ბავშვების განთავსება  უფასოა,  ხოლო12 წლამდე  ბავშვებისთვის-ღირებულების 50%.

ერთი საგზურის დაჯავშნისათვის, როგორც მონაწილეებისათვის, ასევე თანმხლები პირებისათვის საჭიროა წარმოადგინოთ ჯავშნის გადახდის 150 ლარის საბანკო ქვითარი, პირადობის და (ბავშვების შემთხვევაში) დაბადების მოწმობის ასლები.

თითოეულ საგზურზე საწევრო-სარეგისტრაციო თანხა შეადგენს 60ლარს, ხოლო ორგანიზაციების მიერ გადარიცხვის შემთხვევაში - 90  ლარს.

საწევრო-სარეგისტრაციო თანხის, საგზურის ღირებულების და მგზავრობის თანხის გადახდა უნდა მოხდეს 2011 წლის 25 ივნისამდე (გადარიცხვის შემთხვევაში 2011 წლის 23 ივნისამდე) საქართველოს ბანკისნების მიერ ფილიალში შემდეგ რეკვიზიტებზე:

რ/კ“ საქართველოს პრენატალური მედიცინის დაპერინატოლოგიის ასოციაცია”, ასოციაციის კოდი  - 202215673, ბანკიკოდი - 220101502, სალარეანგარიშის  #3608080716.

გადახდილი თანხის ქვითრის დედანი წარგენილ უნდა იქნას წინასწარი რეგისტრაციის დროს 2011 წლის 25 ივნისამდე საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის #23, სამედიცინო ცენტრი "ვიტა", (ინფექციური საავადმყოფოს პირდაპირ),15:00-დან 18:00-მდე, შაბათ-კვირის გარდა. რეგისტრაციის შესახებ ცნობებისთვის მიმართეთ სამდივნოში ნინო  ფულარიას,  ტელ.:  899 93 77 00.

მსურველთათვის მგზავრობა ორგანიზებული იქნება მატარებლით. ბილეთების თანხა გადახდილი უნდა იქნას არაუგვიანეს  2011წ.  6 ივლისის.

რეგისტრაციის შემდეგ,  25 ივნისამდე მონაწილის მიზეზით საგზურის გაუქმების შემთხვევაში, მას სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა, ხოლო ამ რიცხვიდან  დაუკავდება ჯავშნის ღირებულება.

დამატებითი ცნობებისთვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს:

1. ალექსანდრე პაპიტაშვილი - საორგანიზაციო კომიტეტის  თავმჯდომარე - 899554351

2. პროფ. გურამ დავითაია - სკოლა-კონფერენციის გენერალური დირექტორი - 899923722

3. პროფ. ბორის კორსანტია - დირექტორი სამეცნიერო საკითხებში - 851574522

4. სულიკო კუპრაძე - ტრანსპორტი და მგზავრობის ორგანიზაცია - 879421114

5. ნანა გვეტაძე - მთავარი ადმინისტრატორი-  877445578

6. გიორგი თვალთვაძე - დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის დარგში პროგრამების კოორდინატორი - 899904199

7. ლევან კოკაია - საერთაშორისო თანამშრომლობის დასტუმრების მიღების ჯგუფის კოორდინატორი - 899205555

8. ნანა თვალავაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობა და საპროგრამო საკითხები - 899222203

9. კობა ხარხელი - ფინანსური საკითხების კოორდინატორი - 877453399

10. ქეთი ბახტაძე - კულტურული პროგრამების ხელმძღვანელი - 899517877

11. სოსო დონღუზაშვილი - საინფორმაციო-ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი - 855206060

12. ნინო ფულარია-  სამდივნოს ხელმძღვანელი - 899937700

საინფორმაციო ბუკლეტი

სასტუმრო ოაზისი

     

სასტუმრო "ოაზისი"-ს ნომერშია:

აბაზანა ● ფენი ● ხალათი ● ლოსიონი ● კონდიციონერი ● ტელევიზორი (საკაბელო) ● აივანი ● მინიბარი(ფასიანი) ● ნომრის დალაგება ყოველდღე, თეთრეულის გამოცვლა 3 დღეში ერთხელ ● ნომერში მომსახურება-24სთ.

უფასო სერვისი

ინტერნეტიWi- Fi ● დახურული აუზი ● ღია აუზი ● ფიტნესი ● აქვაპარკი ● გასაბერი ბატუტი (25X30მ) ● საბავშვო მოედანი ● შეზლონგები/ქოლგები ● პლაჟის პირსახოცები ● აისბერგი ზღვაში ● ბატუტი ზღვაში ● დისკოტეკა აუზზე ● დისკოტეკა პლაჟზე ● პლაჟის ფრენბურთი ● ფეხბურთის სტადიონი ● კალათბურთის სტადიონი ● ჩოგბურთის კორტები ● წყალბურთი ● კარაოკე ● სპორტული ანიმაცია ● საბავშვო ანიმაცია ● საღამოს ანიმაცია ● მაგიდის თამაშები ● ქვიშის მოედანი ● თვითშემოქმედებითი კოცონი ● პარკინგი ● დარტსი ● საუნა ● ჯაკუზი●

ფასიანი სერვისი

ლობი-ბარი 24 სთ ● რესტორანი ● ბუნგალო ● ღვინის რესტორანი-ტერასა ● კაფე პლაჟზე ● ბარი აუზთან ● ჩილიმი ● პეინტბოლი ● ძიძა ● სილამაზის სალონი ● აფთიაქი ● სამრეცხაო ● ტატუირება ● სოლარიუმი ● 3 საკონფერენციო დარბაზი ● ცურვის გაკვეთილები ● მანქანის გაქირავება ● გაქირავების პუნქტი ● ექსკურსიები ● ტრანსფერი ● VIP-შეზლონგები ● თევზაობა ● სკუტერი ● პარაშუტი ● წყლის ბანანი ● Flyng Fish ● კატერით გასეირნება ● ზორბი

აირჩიეთ ენა

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
Facebook
ფირნიშები