ბეჭდვა PDF

ჩვენი ისტორია

საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის მიერ დაარსებული სკოლა-კონფერენცია - ”კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინასათავეს 1988 წლიდან იღებს, როდესაც 1988 წლის დასაწყისში საქართველოს მინისტრთა საბჭომ რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია.

საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია შეიქმნა როგორც საქართველოს მოწინავე მეცნიერთა და პროფესიონალ-სპეციალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება,რომელიც  მოქმედებდა (და ეხლაც მოქმედებს) საკუთარი  წესდების  შესაბამისად.

მან შეინარჩუნა ჯერ კიდევ 1971 წელს იმდროინდელი მთავრობის მიერ შექმნილი ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა რესპუბლიკური საბჭოს საუკეთესო ტრადიციები და ახალ პირობებში გააგრძელა ქვეყნის განვითარებითვის აუცილებელი მოწინავე საორგანიზაციო საქმიანობა.

ასოციაციის სხვა დეპარტამენტებს შორის ამ დროიდან ყველაზე ნაყოფიერი საქმიანობით გამოირჩევა მედიცინის დეპარტამენტი,რომელმაც განსაკუთრებული ავტორიტეტი და პუპულარობა საქართველოს (და არა მარტო საქართველოს) მედიკოსთა შორის მოიპოვა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, როგორც მრავალპროფილური, რეგულარულ საერთაშორისო სამედიცინო სკოლა-კონფერენციების(და სხვა ღონისზიებების) ერთადერთმა ორგანიზატორმა.

აღნიშნული ფორუმი 1997 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ორჯერ წელიწადში ტარდებ .

2018 წლამდე ასეთი სულ 42 ჩატარდა და საკმარისია ითქვას, რომ თითოეულ სკოლა-კონფერენციაში როგორც წესი, 300-დან 1 200 ექიმი მონაწილეობს, ხოლო საერთო ჯამში 2018 წლამდე ამ ღონიძიებაში მონაწილეობდა 2000-ზე მეტ მომხსენებელ და ლექტორ, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის 30 ქვეყნის წამყვან სამედიცინო-სამეცნიერო ცენტრებიდან. მათ შორის იყვნენ მსოფლიოში განთქმულ და წამყვან მრავალი მედიკოს და მეცნიერ.

მათ შორის იყვნენ:
ასიმ კურიაკი(ხორვატია), საბარატანამ არულკუმარან(დიდი ბრიტანეთი), ალექს ვიდაევი(აშშ), ვოლფგანგ ჰოლცგრევე (გერმანია),ივიკა ზალუდ(აშშ),ჯანკარლო დირენ (იტალია),ერნესტ თეოდორ რიპმანი (შვეიცარია),არისტიდის ანტსაკლისი (საბერძნეთი),ჯოვანი მოონი(იტალია),ჯიჰათ შენ (თურქეთი), ელენე გრეჩანინა|(უკრაინა),ერიკ დუბროვი (რუსეთი), სანჯი გუფტე(ინდოეთი),ირინა ოზერსკაია (რუსეთი), ნიკოლოზ ვეროპოტველიანი (უკრაინა),ანტონ მიხაილოვი (რუსეთი), კამილ იუსუფოვი (რუსეთი), გრეგორ ბრეგოროვიჩი (პოლონეთი), ჰაინ ოდენდაალი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), და კიდევ ბევრი სხვა.

თითქმის ყველა აღნიშნული პიროვნება დღემდე აგრძელებს ჩვენთან ურთიერთობას და თანამშრომლობას, და ეს თანამშრომლობა ყოველწლიურად ღრმავდება და ვითარდება.

ამჟამად ჩვენი ტრადიციული სკოლა - კონფერენცია ერთ-ერთ საერთაშორისო სტანდარტებით მომუშავე ფართო სპექტრის, ყველაზე უფრო მაღალხარისხოვან სასწავლო-საგანმანათლებლო ფორუმს წარმოადგენს, რომელიც ყველაზე მეტად პრაქტიკოს ექიმთა პროფესიონალური დონის და კვალიფიკაციის ამაღლებისათვისაა განკუთვნილი.

სკოლა-
კონფერენციებზე პრაქტიკოსი ექიმები მუდმივად ეცნობიან მედიცინის უახლეს მიღწევებს და ტექნოლოგიებს, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას მკურნალობასა და დიაგნოსტიკაში, განიხილავენ სხვადასხვა მედიკამენტების თავისებურებებსა თუ უპირატესობებს, ამასთან დაკავშირებით საქართველოსა და უცხოეთის ფარმაცევტული ფირმები სისტემატურად ღებულობენ მონაწილეობას სტენდების, პრეზენტაციების, საკუთარი სიმპოზიუმებისა და სემინარების ორგანიზებით
.

გარდა პროფესიონალური დონის ამაღლებისა, ჩვენი კონფერენციების ერთ-ერთ მიზანს ექიმთა შორის ხელოვნების პოპულარიზაცია წარმოადგენს, რისთვისაც სამეცნიერო სესიების შემდეგ ეწყობა ხელოვანთა შემოქმედებითი საღამოები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, ცნობილი მსახიობებისა და მომღერლების საღამოები და კლასიკური მუსიკის კონცერტები, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ძალიან ხშირად ამ საღამოების მთავარი გმირები თავად კონფერენციაში მონაწილე ექიმები არიან.

ნდა აღინიშნოს, რომ საორგანიზაციო კომიტეტი ითვალისწინებს, რა ჩვენი ექიმების მატერიალურ მდგომარეობას, მათვის სკოლა-კონფერენციას ატარებს შეძლებისდაგვარად შეღავათიანი პირობებით.

აირჩიეთ ენა

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
Facebook
ფირნიშები